შინაარსზე გადასვლა

Infundibulicybe geotropa

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Infundibulicybe geotropa

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Infundibulicybe geotropa (Bull.) Harmaja, 2003

Infundibulicybe geotropa — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას.

საჭმელი სოკოა. იხმარება მხოლოდ ნორჩობაში, აგრეთვე ძმარში ან ცხიმში დამარინადებული. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ნათელ ბალახიან ადგილებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარში. ხშირად გვხვდება ჯგუფებად ან რიგებად. ქმნის „ქაჯის წრეს“.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1792 წელს როგორც Agaricus geotropus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ფინელმა მიკოლოგმა ჰარი ჰარმაჯამ 2003 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus geotropus Bull.. 1792
  • Agaricus gibbus ß major Fr. 1821
  • Agaricus pileolarius Sowerby 1821
  • Clitocybe geotropa (Bull.) Quél. 1872
  • Clitocybe gilva var. geotropa (Bull. ex DC.) P. Kumm. 1871
  • Omphalia geotropa (Bull.) Quél. 1886

ქუდის დიამეტრი — 4-12 (20) სმ, ხორციანი, თავდაპირველად ფართოზარისებრი, სიმწიფეში ფართოძაბრისებრი ან ოდნავ ჩაჭყლეტილი, ბორცვაკით ცენტრში, კიდეები თხელი, შეკეცილი. კანი გლუვი და მბრწყინავი, მოგვიანებით მშრალი და მქრქალი, მოწითურო ან მოყვითალო-მურა; შესაძლოა ჩალისფრამდე ან მოთეთრომდე გახუნდეს. ზოგჯერ ჟანგისფერი ლაქებით.

რბილობი — თეთრი (მოგვიანებით — ჩალისფერი), მშრალი, მყარი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, ნუშის მსგავსი სუნით.[2]

ფეხის სიგრძე — 5-10 (15) სმ, სისქე — 2-3 სმ, მყარი, სიგრძივ-ბიჭკოვანი, ცილინდრული, ძირში ოდნავ გასქელებული, ნორჩობაში — ღია-ყვითელი, სიმწიფეში — ქუდის ფერია, ძირში მომუროა.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სისქე — 0,4-0,8 სმ, ხშირი, თხელი,ძლიერ დაღმავალი; თავიდან თეთრი, შემდგომში ჟანგმიწისფერ-კრემისფერი.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები6-8 × 5-6 მკმ,[3] თითქმის ბურთისებრი, გლუვი, უფერული.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია.[4] იზრდება კირიან ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ნათელ ბალახიან ადგილებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარში. ხშირად გვხვდება ჯგუფებად ან რიგებად, ქმნის „ქაჯის წრეს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ქაჯის წრე მდებარეობს ბელფორტში, საფრანგეთში, რომლის დიამეტრი ნახევარ მილს აღწევს, ხოლო მისი ასაკი 800 წლით თარიღდება.[5]

ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკასა[6] და იაპონიას.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე (მასიურად — აგვისტოს შუა პერიოდიდან სექტემბრის ბოლომდე).

საჭმელი სოკოა. საკვებად იხმარება მხოლოდ ნორჩობაში. მოგვიანებით უხეში და უგემურია.[7] გამოიყენება აგრეთვე ძმარში ან ცხიმში დამარინადებული. სოკო პოპულარულია ჩრდილოეთ იტალიაში.

ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს ბევრ შხამიან სახეობას.[8]

შხამიანი
  • Clitocybe dealbata — მომაკვდინებლად შხამიანია, ზომით უფრო მცირეა, მოთეთრო, ქუდზე ფქვილისებრი ზედაპირით.
საკვები
  • Leucopaxillus giganteus — გაცილებით დიდი ზომისაა. ბორცვაკის გარეშე.
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 70.
  • З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с (стр. 84)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с (стр. 83)
  • „Грибы. Справочник-определитель. Более 120 видов“ / Автор-составитель Н. Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005—320 с (стр. 218)
  • Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с (стр. 33)
  • Сержанина Г. И., Шляпочные грибы Белоруссии, მინსკი: Наука и техника, 1984.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Harmaja, Harri (2003). „Notes on Clitocybe s. lato (Agaricales)“ (PDF). Annales Botanici Fennici. 40: 213–18.
  2. По данным сайта First Nature დაარქივებული 2007-10-28 საიტზე Wayback Machine. .
  3. Ewald Gerhardt, Grzyby – wielki ilustrowany przewodnik, Stefan Łukomski (tłum.), Warszawa: Klub dla Ciebie – Bauer-Weltbild Media, 2006, s. 148, ISBN 83-7404-513-2, OCLC 836313700.
  4. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  5. Marley, Greg (2010). Chanterelle Dreams, Amanita Nightmares: The Love, Lore, and Mystique of Mushrooms. Chelsea Green Publishing, გვ. 193. ISBN 978-1-60358-214-8. 
  6. Bigelow, Howard Elson (1985). North American species of Clitocybe. J. Cramer. p. 304. ISBN 3-443-51001-9.
  7. Haas, Hans (1969). The Young Specialist looks at Fungi. Burke, გვ. 130. ISBN 0-222-79409-7. 
  8. Marek Snowarski: Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza, 2010. ISBN 978-83-7073-776-4.