შინაარსზე გადასვლა

Hand. Cannot. Erase.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hand. Cannot. Erase
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 27 თებერვალი 2015
ჩაიწერა სექტემბერი 2014, AIR Studios, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 65:44
ლეიბლი Kscope
პროდიუსერი სტივენ უილსონი
სტივენ უილსონი — ქრონოლოგია
Drive Home
(2013)
Hand. Cannot. Erase
(2015)
Transience
(2015)
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic89/100[1]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[2]
All About Jazz5/5 stars[3]
Classic Rock8/10[4]
Eclipsed9/10 stars[4]
FDRMX4.8/5[5]
The Guardian5/5 stars[6]
Metal Hammer6/7 stars[4]
PopMatters8.5/10[7]
Record Collector5/5 stars[8]

Hand. Cannot. Erase. — ბრიტანელი მუსიკოს სტივენ უილსონის მეოთხე სოლო ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 27 თებერვალს, ლეიბლზე Kscope Records.[9]

ალბომი იწერებოდა 2014 წლის სექტემბერში AIR Studios-ში (ლონდონი, ბრიტანეთი).[10] მასზე მუშაობდა წინა ალბომში მონაწილე ყველა მუსიკოსი[10]. თეო ტრეივისის აქტიური მონაწილეობის ნაკლებობაზე საუბრისას სტივენ უილსონმა ალბომს უწოდა ნაკლებად „ჯაზური“, ვიდრე წინა ნამუშევარი, ფლეიტისა და საქსოფონის მცირე რაოდენობის პარტიებით.[11] უილსონმა ახსენა, რომ ალბომი ასახავს მისი მუსიკალური კატალოგის სხვადასხვა მასალას, ელექტრონული მუსიკის და ტრადიციული პოპის ჟანრის, ისევე, როგორც პროგრესულ როკზე ორიენტირებული სიმღერებით.[11] უილსონის გარდა, ალბომში ვოკალურ ნაწილებს ასრულებს ნინეტ ტაიები. მუსიკაზე გავლენა იქონია კეიტ ბუშის ალბომმა The Dreaming[12].

თემები და კონცეფცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილსონის თანახმად, ალბომში თხრობა ქალის პოზიციიდან მიმდინარეობს. კონცეფცია და ამბავი შთაგონებული იქნა ჯოის კეროლ ვინსენტის ბიოგრაფიით. პერსონაჟი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს მეგაპოლისში და მარტოსული, კვდება თავის ბინაში. სამი წლის განმავლობაში იგი არავის ენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი და მეგობრები.[13] უილსონი:

"ძირითადი ამბავი, ანუ კონცეფცია არის ქალის ცხოვრება. იგი ქალაქში სიმარტოვეში სახლდება, ერთ დღეს კი ქრება და ამას არავინ ამჩნევს. შემდეგ სხვა მოვლენებიც ვითარდება. საინტერესო ის არის, რომ, როდესაც ასეთ ამბავს მოისმენ, თავდაპირველად ფიქრობ „ოჰ, მოხუცი ქალი, რომელსაც არავინ ამჩნევს და არავის ადარდებს. [ვინსენტი] არ ყოფილა [ასეთი]. იგი იყო ახალგაზრდა, პოპულარული, მიმზიდველი, ჰყავდა ბევრი მეგობარი, ოჯახი, მაგრამ უცნობი მიზეზით, სამი წლის განმავლობაში არავის გახსენებია.“[13]

გამოცემა და რეკლამა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი გამოიცა 2015 წლის 27 თებერვალს. აგრეთვე გამოვიდა მისი დელუქს ვერსია.[14] ბრიტანეთსა და ევროპაში 2015 წლის მარტსა და აპრილში გაიმართა მისი მხარდამჭერი ტურნე. ალბომის გამოსვლამდე პრეს-რელიზში ნათქვამი იყო: „სეტლისტით, რომელიც აგებული იქნება ახალ ალბომზე. შეტანილი იქნება სიმღერები სხვა ალბომებიდანაც, ისევე, როგორც სიურპრიზები.“[15]

2015 წლის იანვარში ინტერნეტში გამოქვეყნდა ალბომის სარეკლამო რგოლი, რომელსაც ახლდა ბმული ალბომის პერსონაჟის მიერ დაწერილ ფიქტიურ ბლოგზე.[16] 4 თებერვალს გამოქვეყნდა სიმღერის „Perfect Life“ მუსიკალური ვიდეო[17]

ყველა სიმღერის ავტორი — სტივენ უილსონი [18].

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„First Regret“2.01
2.„3 Years Older“10.18
3.„Hand Cannot Erase“4.13
4.„Perfect Life“4.43
5.„Routine“8.58
6.„Home Invasion“6.24
7.„Regret #9“5.00
8.„Transience“2.43
9.„Ancestral“13.30
10.„Happy Returns“6.00
11.„Ascendant Here On…“1.54
საერთო ხანგრძლივობა:65:44
ჩარტი (2015) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[19] 12
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[20] 26
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[21] 34
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[22] 2
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[23] 4
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[24] 47
გერმანიის ალბომები (Media Control)[25] 3
იტალიის ალბომები (FIMI)[26] 29
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[27] 11
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[28] 58
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[29] 33
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[30] 17
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[31] 13
ბრიტანეთის როკ-ალბომები (OCC)[32] 1
ბრიტანეთის დამოუკიდებელი ალბომები (OCC)[33] 2
აშშ Billboard 200[34] 39
  1. Hand.Cannot.Erase. - Steven Wilson. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2015.
  2. Hand. Cannot. Erase. – Review. Allmusic. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2015.
  3. "Steven Wilson: Hand. Cannot. Erase. ". All About Jazz Retrieved 2015-02-27
  4. 4.0 4.1 4.2 "Steven Wilson - Official Facebook Page". Facebook Retrieved 2015-02-22
  5. "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. Review". FDRMX Retrieved 2015-02-22
  6. "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. review – sonic and spiritual modernity ". The Guardian Retrieved 2015-02-26
  7. Steven Wilson: Hand. Cannot. Erase.. PopMatters (13 მარტი 2015). ციტირების თარიღი: 13 მარტი 2015.
  8. "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. ". Record Collector Retrieved 2015-02-27
  9. "Steven Wilson Announces New Album And მარტი 2015 UK Tour". Stereoboard.com. Retrieved 2014-11-19
  10. 10.0 10.1 "Steven Wilson at AIR Studios - სექტემბერი 2014". Steven Wilson official Facebook page. Retrieved 2014-09-10
  11. 11.0 11.1 "Steven Wilson at AIR Studios, London - სექტემბერი 2014". Steven Wilson official YouTube channel. Retrieved 2014-10-03
  12. "Steven Wilson at AIR Studios - Part 2: Concept and Inspiration". Steven Wilson official YouTube channel. Retrieved 2014-11-04
  13. 13.0 13.1 "Steven Wilson Explains New Album's Concept and Inspiration". Ultimate Guitar. Retrieved 2014-11-19
  14. "Steven Wilson to Release "Hand. Cannot. Erase." in თებერვალი via Kscope[მკვდარი ბმული]". Progsphere. Retrieved 2014-11-19
  15. "Steven Wilson confirms 4th studio album and tour". TeamRock. Retrieved 2014-11-19
  16. "Steven Wilson’s haunting teaser campaign". Prog. Retrieved 2015-01-01
  17. „Perfect Life“ YouTube-ზე
  18. "Steven Wilson Reveals Tracklisting, Artwork for 'Hand.Cannot.Erase.'". Empty Lighthouse Magazine. Retrieved 2014-12-05
  19. "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase." (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
  20. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase." (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
  21. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase." (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
  22. „Dutchcharts.nl – Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
  23. "Steven Wilson: Hand. Cannot. Erase." (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
  24. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Lescharts.com. Hung Medien.
  25. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
  26. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Italiancharts.com. Hung Medien.
  27. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Norwegiancharts.com. Hung Medien.
  28. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Spanishcharts.com. Hung Medien.
  29. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Swedishcharts.com. Hung Medien.
  30. "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Swisscharts.com. Hung Medien.
  31. UK Albums Chart.
  32. UK Top 40 Rock Albums. BBC. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
  33. UK Top 40 Rock Albums. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-19. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
  34. Billboard 200.