Last Day of June

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Last Day of June
დეველოპერ(ებ)ი Ovosonico
გამომცემელი 505 Games
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 4, Windows
გამოსვლის თარიღი 31 აგვისტო, 2017
ჟანრ(ებ)ი სათავგადასავლო, თავსატეხი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მასიმო გუარინი
კომპოზიტორი სტივენ უილსონი
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 78/100 (PC)[1]
74/100 (PS4)[2]
ქულები
წყარო რეიტინგი
Eurogamer რეკომენდებულია[3]
Polygon 8.5/10[4]

Last Day of Juneსათავგადასავლო ვიდეო თამაში, შექმნილი Ovosonico-ს და გამოცემული 505 Games-ის მიერ. იგი გამოვიდა PlayStation 4-ისთვის და Windows-ისთვის 2017 წლის აგვისტოში.

კრიტიკოსებმა Last Day of June კეთილგანწყობით შეაფასეს.[1][2][3][4]

მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Last Day of June არის სათავგადასავლო თავსატეხი, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან კარლი და ჯუნი. მას შემდეგ, რაც ავტოავარიაში ჯუნი იღუპება, კარლი გადარჩება, მაგრამ ინვალიდის ეტლით მოძრაობს.[3][5] მოთამაშე მართავს კარლს, რომელიც იხსენებს ჯუნთან გატარებულ დღეებს და ცდილობს ამოხსნას თავსატეხები და შეცვალოს მოვლენები ისე, რომ ტრაგედია თავიდან აიცილოს.[3]

შემუშავება და გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Last Day of June შემუშავდა Ovosonico-ს და გამოიცა 505 Games-ის მიერ.[4] თამაშის რეჟისორია მასიმო გუარინი.[5] ამბავი ეფუძნება მუსიკოს სტივენ უილსონის სიმღერის „Drive Home“ სიუჟეტს.[5] თამაშისთვის მუსიკის შექმნაში მონაწილეობა უილსონმაც მიიღო.[5]

თამაშის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის მაისში.[6] იგი PlayStation 4-ისთვის და Windows-ისთვის 31 აგვისტოს გამოიცა.[4]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Last Day of June
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 1 დეკემბერი, 2017
ხანგრძლივობა 39:48

თამაშის სრული საუნდტრეკი გამოვიდა 2017 წლის 1 დეკემბერს, ციფრულ ფორმატში. რამდენიმე ინსტრუმენტული მოკლე კომპოზიცია, შეტანილი მასში, ორიგინალურია. მასალის ძირითადი ნაწილი ეფუძნება სტივენ უილსონის არსებულ სიმღერებს და გამოცემაში მათი ინსტრუმენტული ვერსიების სახით არის შეტანილი.

სიმღერების სია
  1. Some Things Cannot Be Changed
  2. That Day by The Pier
  3. There Must Be A Way
  4. The Last Day of June
  5. Suspended In Me
  6. Driving Home
  7. I’m Still Here…
  8. The Boy Who Lost His Friends
  9. The Crib
  10. Time For A New Start
  11. Suspended In You
  12. Under The Shadow Of My Father
  13. Accept
  14. Deceive
  15. Together, Forever Again

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Last Day of June for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.
  2. 2.0 2.1 Last Day of June for PlayStation 4 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ჰუდი, ვიკ. (31 აგვისტო 2017) Last Day of June review. Eurogamer. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 კემპბელი, კოლინ. (30 აგვისტო 2017) Last Day of June review. Polygon. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ჰოლი, ჩარლი. (30 მაისი 2017) Last Day of June blends stop-motion animation with a gut-wrenching story. Polygon. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.
  6. მატულეფი, ჯეფრი. (30 მაისი 2017) Shadows of the Damned and Murasaki Baby director reveals tearjerker drama Last Day of June. Eurogamer. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2017.