შინაარსზე გადასვლა

Famitsu

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Famitsu
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა იაპონური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი ASCII (1986–2000)
Enterbrain (2000–2013)
Kadokawa Corporation
ქვეყანა იაპონია
პუბლიკაციის ისტორია 500,000 (Shūkan)
120,000 (Entamikusu)
80,000 (Connect! On)
40,000 (DS+Wii)[1]
გამოცემის სიხშირე ყოველკვირეული/ყოველთვიური
ტიპი ბეჭდვითი და ონლაინ ჟურნალი

Famitsu — იაპონური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელსაც უშვებს კომპანია Kadokawa Game Linkage. ჟურნალი გაყიდვაში ორი ფორმატით გამოდის: ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, და ასევე სპეციალური თემატური გამოცემის სახით, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთი კონსოლის, ვიდეო თამაშის, კომპანიისა და სხვა თემების განხილვას. Shūkan Famitsū („ყოვლკვირეული Famitsu“) არის ჟურნალის ორიგინალური გამოცემა, რომელიც ითვლება ყველაზე წაკითხვად და დაფასებულ ჟურნალად ვიდეო თამაშების სიახლეების ჟურნალებს შორის.[2][3][4] 2011 წლის 28 ოქტომბრიდან Enterbrain-მა დაიწყო ჟურნალის ყოველკვირეული ციფრული ვერსიის გამოშვება ექსკლუზიურად საიტ BookWalker-ზე.[5][6]

ფამიცუს პირველი ნომერი გამოქვეყნდა 1986 წლის 6 ივნისს „Famicom Tsūshin“-ის სახელწოდებით (ქართ. „Famicom-ის სიახლეები“). 1991 წლის 19 ივლისს ჟურნალს დაერქვა სახელი „Shūkan Famicom Tsūshin“. („Famicom-ის ყოველკვირეული სიახლეები“), ასევე დაიწყო ყოველთვიური ჟურნალის „Gekkan Famicom Tsūshin“-ის გამოცემა (ქართ. „Famicom-ის ყოველთვიური სიახლეები“). 1996 წლის დასაწყისში ჟურნალების დასახელებები შემოკლდა და დაერქვათ Shūkan Famitsū (ქართ. „ყოველკვირეული Famitsū“) და „Gekkan Famitsū“ (ქართ. „ყოველთვიური Famitsū“).

Famitsū-ს სპეციალური თემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Famitsū აქვეყნებს ცალკეულ ჟურნალებს, რომელიც ეხება კონკრეტულ კონსოლსა და სხვადასხვა თემას. ამჟამად მიმოქცევაშია:

  • Entamikusu — იგი ქვეყნდება შედარებით ხანდაზმული აუდიტორიისთვის და მოიცავს რეტროგეიმინგს. გამოიცემა ყოველთვიურად 2010 წლის ნოემბრიდან.
  • Famitsū Connect — გათვლილია ონლაინ თამაშებზე.
  • Famitsū DS+Wii — იგი მოიცავს მხოლოდ Nintendo-ს პლატფორმებს (დღესდღეობით Nintendo 3DS-სა და Wii U).
  • Famitsū GREE — ეხება მობილური თამაშების თემებს.
  • Famitsū MobageFamitsū GREE-ის მსგავსად მოიცავს მობილურ თამაშებს.

საიტი თამაშს აფასებს 40 ბალიანი სისტემით. დღესდღეობით მხოლოდ 30-მა თამაშმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქვემოთ ქრონოლოგიური სახით წარმოდგენილია თამაშების სია:

დასახელებაწელიკომპანიაპლატფორმები
The Legend of Zelda: Ocarina of Time1998NintendoNintendo 64
Soulcalibur1999NamcoDreamcast
Vagrant Story2000Square Co., Ltd.PlayStation
The Legend of Zelda: The Wind Waker2003NintendoGameCube
Nintendogs2005NintendoNintendo DS
Final Fantasy XII2006Square Enix PlayStation 2
Super Smash Bros. Brawl2008NintendoWii
Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots2008Konami PlayStation 3
428: Fūsasareta Shibuya de2008SegaWii
Dragon Quest IX: Sentinels of the Starry Skies 2009Square EnixNintendo DS
Monster Hunter Tri2009CapcomPlayStation 3
Bayonetta2009SegaXbox 360 და PlayStation 3
New Super Mario Bros. Wii2009NintendoWii
Metal Gear Solid: Peace Walker2010KonamiPlayStation Portable
Pokémon Black и White2010NintendoNintendo DS
The Legend of Zelda: Skyward Sword2011NintendoWii
The Elder Scrolls V: Skyrim2011Bethesda Softworks PlayStation 3
Final Fantasy XIII-2011Square EnixPlayStation 3 და Xbox 360
Kid Icarus: Uprising2012NintendoNintendo 3DS
Yakuza 52012SegaPlayStation 3
Jojo’s Bizarre Adventure: All Star Battle2013Namco-BandaiPlayStation 3
Grand Theft Auto V2013Rockstar GamesPlayStation 3 და Xbox 360
Metal Gear Solid V: The Phantom Pain2015Xbox 360, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox OneKonami
The Legend of Zelda: Breath of the Wild2017Wii U, Nintendo SwitchNintendo
Dragon Quest XI: Echoes of an Elusive Age2017Nintendo 3DS, PlayStation 4Square Enix
Death Stranding2019PlayStation 4Sony Interactive Entertainment
Ghost of Tsushima2020PlayStation 4Sony Interactive Entertainment
The Legend of Zelda: Tears of the Kingdom2023Nintendo SwitchNintendo
Street Fighter 62023PlayStation 4, PlayStation 5, Xbox Series X/SCapcom
Like a Dragon: Infinite Wealth2024PlayStation 5, PlayStation 4, Xbox One, Xbox Series X/S, WindowsSega

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Enterbrain Brand Information Japanese. Enterbrain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  2. Tor Thorsen. (2006-03-08) FFXII gets perfect score from Famitsu. GameSpot. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
  3. Steve Kalpaxidis. (2005-07-01) PS3 To Come Without Bundled HDD?. Advanced Media Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
  4. Rodney Quinn. (2006-03-09) Final Fantasy XII scores perfect 40/40 in Famitsu reviews. Ars Technica. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
  5. 週刊ファミ通(電子版)が10月28日から販売スタート! - ファミ通App Japanese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-11. ციტირების თარიღი: 2015-12-10
  6. KADOKAWA、電撃ゲームメディア編集部を吸収分割で連結子会社Gzブレインに10月1日付で承継へ 「ファミ通」ブランドと「電撃」ブランドが融合 | gamebiz.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Famitsu&oldid=4896614“-დან