Konami

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Konami Holdings Corporation
ტიპი კაბუსიკი გაისა
დაფუძნდა მარტი 21, 1969; 49 წლის წინ (1969-03-21)
მდებარეობა ტოკიო, იაპონია
მფლობელი Kozuki Family[1]
წამყვანი კაგემასა კოძუკი (თავმჯდომარე)
ტაკუია კოძუკი (პრეზიდენტი)
დარგი გართობა,
ვიდეო თამაშების ინდუსტრია
პროდუქცია ვიდეო თამაშები
ბრუნვა Increase2.svg 29.9 მილიარდი იაპონური იენა (2017)[2]
საწარმოო შემოსავალი Increase2.svg 36.4 მილიარდი იაპონური იენა[2]
სუფთა მოგება Increase2.svg 26 მილიარდი იაპონური იენა[2]
თანამშრომელი 4,606[3]
შვილობილ(ებ)ი 4K Media Inc.
საიტი ოფიციალური საიტი

Konami Holdings Corporation (იაპონ. 株式会社コナミホールディングス კონამი კაბუსიკი გაისა; უკეთ ცნობილი, როგორც Konami?) — გასართობების მწარმოებელი იაპონური კომპანია. ის ქმნის და დისტრიბუციას უწევს საკოლოექციო ბარათებს, ანიმეს, სლოტ აპარატებს, არკადულ აპარატებს და ვიდეო თამაშებს.

Konami ცნობილია ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების სერიების შექმნით, როგორებიცაა „Castlevania“, „Contra“, „Dance Dance Revolution“, „Frogger“, „Gradius“, „Metal Gear“, „Pro Evolution Soccer“, „Silent Hill“, „Suikoden“ და „Yu-Gi-Oh!“. 2012 წელს, კომპანია Hudson Soft-ის შთანთქმის შედეგად მის საკუთრებაში გადავიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის „Adventure Island“, „Bonk“, „Bloody Roar“, „Bomberman“, „Far East of Eden“ და „Star Soldier“. Konami არის მეოცე უმსხვილესი ვიდეო თამაშების კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების მხრივ.[4]

კომპანია დაარსდა 1969 წელს,[5][6] ტოიონაკაში, ოსაკა, იაპონია, კაგემასა კოზუკის მიერ (რომელიც დღემდე რჩება Konami-ს თავმჯდომარედ) და დაკავებული იყო მუსიკალური ავტომატების გაქირავებითა და შეკეთებით. დასახელება "Konami" მომდინარეობს დამაარსებლის, კაგემასა კოზუკის და მისი პარტნიორების, ესინობუ ნაკამის, ჰირო აცუდის და სეკიტი ისიჰარის გვარებიდან, რომლებმაც ერთობლივად დააფუძნეს Konami Industry Co., Ltd.[7]

კონამის შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში. აშშ-ში Konami ვიდეო თამაშების ბიზნესს მართავს მისი ოფისის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნია. ის ასევე ოფისს ფლობს სიდნეიში, ავსტრალია. 2016 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით Konami-ს განკარგულებაში იყო 21 შვილობილი კომპანია.[3]

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Konami-ს ვიდეო თამაშების სია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. KONAMI. Shareholders Situation:As of March 31,2016 - KONAMI HOLDINGS CORPORATION. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Consolidated Financial Results for the Year Ended March 31, 2014 (Prepared in Accordance with U.S. GAAP). Konami Corporation (31 მარტი, 2014).
  3. 3.0 3.1 Corporate Data - KONAMI HOLDINGS CORPORATION. KONAMI. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  4. Top 25 gaming companies. newzoo (2015). წაკითხვის თარიღი: 16 სექტემბერი, 2015.
  5. Corporate Data, konami.com
  6. Konami History. IGN. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2015.
  7. Kelvon Yeezy. (2013)The Stories Behind the Names of 15 Gaming Brands You Know. Hongkiat. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Konami&oldid=3549136“-დან