Rock, Paper, Shotgun

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rock, Paper, Shotgun

ძველი ლოგო
საიტი ოფიციალური საიტი
სლოგანი PC გეიმინგი 1873 წლიდან
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ბლოგი
რეგისტრაცია არჩევეითი, საჭიროა კომენტირებისთვის
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი კირონ ჯილენი, ალეკ მირი, ჯიმ როსინოლი, ჯონ უოლკერი
გაეშვა 13 ივლისი, 2007; 16 წლის წინ (2007-07-13)[1]
Alexa-ს რეიტინგი positive decrease 2,679 (ივლისი, 2018)[2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

„Rock, Paper, Shotgun“ (ქართ. ქვა, ქაღალდი, თოფი) — ვიდეო თამაშების ბლოგი, რომელიც აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებს, რევიუებს, ინტერვიუებსა და ანალიტიკურ სტატიებს. იგი, ძირითადად, მოიცავს პერსონალურ კომპიუტერულ თამაშებს. მისი ავტორები არის ალეკ მირი, ჯიმ როსინოლი, ჯონ უოლკერი და წარსულში კირენ გილენი და კუინტინ სმითი[3]. დაარსდა 2007 წლის 13 ნოემბერს[4], ხოლო 2010 წელს გახდა „Eurogamer“-ის პარტნიორი ვებსაიტი[5].

„Rock, Paper, Shotgun“ არის საკმაოდ ავტორიტეტული საიტი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკაში, რომლის რესურსებსაც იყენებენ სხვადასხვა საიტები თუ წყაროები.[6][7][8].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული საიტი „Rock, Paper, Shotgun“ გაეშვა 2007 წლის 13 ივლისს კირონ ჯილენის, ალეკ მირის, ჯიმ როსინოლისა და ჯონ უოლკერის მიერ. 2010 წელს გილენმა დატოვა საიტი და მის ნაცვლად მოვიდა კუინტინ სმითი[3]. დამფუძნებლების გარდა, ვებსაიტი შედგება 10 კაციანი არამუდმივი თანამშრომლებისგან[3]..

2010 წლის 1 ივნისს ვებსაიტმა „Eurogamer“-თან ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას. ამ პერიოდში „Rock, Paper, Shotgun“ ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტად, რომელსაც გააჩნდა ნახევარი მილიონი სტუმარი ყოველთვირურად[9][10]..

2010 წლის აგვისტოში „Rock, Paper, Shotgun“ შეიყვანეს 6 საუკეთესო ვიდეო თამაშების ბლოგებს სიაში და გადაეცა „Games Media Award“-ის ჯილდო[11].

ავტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდრეობით საიტს ჰყავს 8 ძირითად ავტორი:

  • ალეკ მირი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი, რომელიც ადრე მუშაობდა გაზეთ „The Independent“-ში[12].
  • ჯიმ როსინოლი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი და ავტორი[3].
  • ადამ სმითი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი, შემოუერთდა 2011 წელს[13].
  • გრეჰემ სმითი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი და „PC Gamer“-ის ყოფილი რედაქტორი. შემოუერთდა 2014 წელს[3].
  • ჯონ ულკერი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის „PC Gamer“-ში, „Edge“-სა და „Official Xbox Magazine“-ში[3]..
  • ელის ო'კონორი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი. შემოუერთდა 2014 წელს.
  • ფილიპა უორი — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი. შემოუერთდა 2014 წელს[14].
  • ემილი გერა — ვიდეო თამაშების ჟურნალისტი. შემოუერთდა 2015 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Staff. (13 ივლისი, 2007) The Website That Saved The World. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2009.
  2. Rockpapershotgun.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-04. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2018.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Staff. About Rock, Paper, Shotgun. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2009.
  4. Staff. (13 ივლისი, 2007) The Website That Saved The World. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2009.
  5. Jim Rossignol. RPS Announces Partnership With Eurogamer. Rock Paper Shotgun. ციტირების თარიღი: 12 თეჯბერვალი, 2012.
  6. Alan Wilson. RO is “Very Important” says Rock Paper Shotgun – and PC Gamer Top 100!. heroesofstalingrad.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2011.
  7. Scott. Ben Cousins Interview with Rock, Paper, Shotgun. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 16 апреля 2011.
  8. Samuel Axon. Rock, Paper, Shotgun discovers that WoW is a "dirty word". Joystiq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2011.
  9. Jim Rossignol. RPS Announces Partnership With Eurogamer. Rock, Paper, Shotgun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2011.
  10. Matt Martin. Eurogamer strikes Rock, Paper, Shotgun partnership. GamesIndustry.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 03 მარტი, 2011.
  11. Dave Roberts. Games Media Awards finalists revealed. Market for Home Computing and Video Games. |datepublished=11 აგვისტო, 2010|accessdate= 16 აპრილი, 2011 |lang= en|archiveurl=http://www.webcitation.org/69VEVBpkD%7Carchivedate=2012-07-29}}[მკვდარი ბმული]
  12. Fix your life in a few short hours. And forget about showering. independent.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 03 მარტი, 2011.
  13. Hivemind Restored: Welcome Adam Smith. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2012.
  14. Goodness, Welcome Philippa Warr to the RPS Hivemind. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2014.