RPGamer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
RPGamer
საიტი ოფიციალური სიტი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი კრის პრევიტერა
შემქნელი მიკელ ტიდუელი
გაეშვა 1995
Alexa-ს რეიტინგი 168,505 (იანვარი, 2016)[1]

RPGamer არის ვებსაიტი ვიდეო თამაშების შესახებ, რომელიც, ძირითად, ორიენტირებული არის როლურ თამაშებზე. იგი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებსა და ინტერვიუებს. დაარსდა 1995 წელს ენდრიუ ვესტალის მიერ და თავდაპირველი სახელწოდება იყო UnOfficial SquareSoft HomePage (UOSSHP). 1997 წელს საიტმა იცვალა სახელი და დაერქვა Square.Net. მოგვიანებით დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო 1998 წლის 11 მარტს საიტი კვლავ აღდგა RPGamer-ის სახელწოდებით და ძირითად თემად იქცა როლური თამაშები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rpgamer.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-01-16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RPGamer&oldid=4393556“-დან