შინაარსზე გადასვლა

Boletus barrowsii

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Boletus barrowsii

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Boletus barrowsii Thiers & A.H. Sm., 1976

Boletus barrowsiiბოლეტუსის გვარის სოკო, ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკას.

იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო 1976 წელს აღწერეს ამერიკელმა მიკოლოგებმა ჰარი დელბერტ თირსმა და ალექსანდერ ჰენჩეტ სმითმა.[1] წლების განმავლობაში მიიჩნეოდა დათვისსოკოს ნაირსახეობად.[2][1]

ქუდის დიამეტრი — 7-25 სმ-მდე, ამოზნექილი ან ბრტყელი, მშრალი. კანის ფერი მოთეთრო, ნაცრისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი.

რბილობი — მკვრივი, თეთრი, დაზიანებისას ფერს არ იცვლის, მოტკბო გემოთი. გაშრობის შემდეგ ახასიათებს მძაფრი სუნი.[3]

ფეხის სიგრძე — 10-25 სმ-მდე, სისქე — 2-4 სმ-მდე, გურზისებრი, თეთრი. ახასიათებს თეთრი ბადისებრი გამოსახულება.

ჰიმენოფორი — მილებიანი, ფეხთან შეზრდილი. სისქე — 2-3 სმ, მილები ნორჩობაში თეთრია, მოგვიანებით მოყვითალო-მწვანე შეფერილობის.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — 14×4,5 მკმ, თითისტარისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად. სითბომოყვარულია. მიკორიზას წარმოქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან, უპირატესად მუხასთან და ფიჭვთან.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას (კანადა, აშშ, მექსიკა).[4] ევროპასა და სხვა კონტინენტზე აღმოჩენილი არ არის.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი და გამხმარი. დიდად დაფასებულია ნიუ-მექსიკოს, კოლორადოსა და არიზონას შტატებში.

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა დათვისსოკოს ნაირსახეობად. 2010 წელს ჩატარებული ფილოგენეტიკური კვლევებით დადგინდა, რომ Boletus barrowsii დამოუკიდებელი სახეობაა.

დათვისსოკოს გარდა, გამოუცდელ მესოკოვეს იგი შეიძლება ადვილად აერიოს შხამიან სახეობა სატანას სოკოში. ეს უკანასკნელი დაზიანებისას ლურჯდება, აგრეთვე განსხვავდება წითელი ფეხითა და წითელი ფორებით.

  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“ „АСТ“, 2003. — С. 186. — ISBN 5-17-020333-0.
  1. 1.0 1.1 Thiers HD, Smith AH (1976). „Boletes of the Southwestern United States“. Mycotaxon. 3 (2): 261–73.
  2. Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 529. ISBN 0-89815-169-4. 
  3. Trudell, Steve; Ammirati, Joe (2009) Mushrooms of the Pacific Northwest, Timber Press Field Guides. Portland, OR: Timber Press, გვ. 214. ISBN 978-0-88192-935-5. 
  4. Boletus barrowsii Thiers & A.H.Sm.. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2023.