შინაარსზე გადასვლა

ბოლეტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლეტუსი

დათვისსოკო ბოლეტუსის გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ბოლეტუსი
ლათინური სახელი
Boletus L., 1753, nom. cons.
სინონიმები

ბოლეტუსი (ლათ. Boletus) — სოკოების გვარი ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მილებიანი სპორული შრე. ნაყოფსხეული ქუდიანია, მასიური. ქუდი ბალიშისებრი ან მომრგვალო ფორმისაა, მშრალი ან გლუვი. ჰიმენოფორი მილებიანი, თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი. ფორები — ყვითელი, წითელი, ან (იშვიათად) თეთრი ფერის. ფეხი ძირში ან შუისკენ გასქელებულია, ზედაპირი ბოჭკოვანი ან ბადიანი, იშვიათად გლუვი. რბილობი თეთრი ან ყვითელი ფერის. გაჭრისას უმრავლესობა ლურჯდება, იშვიათად წითლდება ან ფერს არ იცვლის. სპორების ფხვნილი ყავისფერია სხვადასხვა ელფერით.

გვარი პირველად განსაზღვრული და აღწერილი იქნა შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეს მიერ 1753 წელს.

XXI საუკუნის დასაწყისში გენეტიკური კვლევების შედეგად, ბოლეტუსი დაანაწილეს რამდენიმე ცალკეულ გვარად, კერძოდ: Aureoboletus, Butyriboletus, Caloboletus, Cyanoboletus, Neoboletus, Rubroboletus, Suillellus, შედეგად გვარში დარჩა 280-მდე სახეობა.[1]

მიკორიზას ქმნის წიწვოვან და ფოთლოვან ხეებთან, გავრცელებულია თითქმის ყველგან, მასიურად იზრდება ზომიერ კლიმატურ სარტყლებში.[2] გვარში ბევრი საჭმელად ვარგისი სახეობა შედის. ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულებით დათვისსოკოს გამოირჩევა.[3] გამოიყენება თითქმის ყველა სახით.

  • Гарибова, Л. В., Сидорова, И. И. Грибы. Энциклопедия природы России. — М.: ABF, 1997
  • Грибы СССР. — М.: Мысль, 1980
  • Дермек, А. Грибы. — Братислава: Словарт, 1989

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Catalogue of Life. Boletus. ციტირების თარიღი: 2021-12-16
  2. GBIF. Карта отмечения грибов рода боровиков. ციტირების თარიღი: 2021-12-16
  3. Боровик // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907