დათვისსოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათვისსოკო
Boletus edulis EtgHollande 041031 091.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
განყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
რიგი: ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი: ბოლეტუსისებრნი
გვარი: ბებერასოკოები
სახეობა: დათვის სოკო
ლათინური სახელი
Boletus edulis

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


დათვისსოკო, ძირბუკა (ლათ. Boletus edulis) — დიდი ზომის საჭმელი ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. აქვს სხვადასხვა ფერის (თეთრი, წაბლისებრი, მუქი მურა) ქუდი, რომლის ზედაპირი მშრალი ტიტველი ან ოდნავ შებუსვილია. ქუდის ქვედა მხარე წვრილნასვრეტებიანია, ნორჩობაში თეთრი, შემდეგ კი მოყვითალო-მომწვანო. ფეხი ძირში ბოლქვისებრია, ზემოთ კი ცილინდრული. რბილობი თეთრია, ჰაერზე ფერს არ იცვლის. იზრდება როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იყენებენ ახალმოკრეფილს, დამწნილებულსა და გამხმარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]