A Hard Day's Night (ინგლ.მძიმე დღის ღამე) — ინგლისურიროკ-ჯგუფThe Beatles-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა დიდ ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. ალბომის პირველი მხარე მოიცავს ჯგუფის მიერ ფილმისთვის „მძიმე დღის ღამე“ დაწერილ სიმღერებს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც ფილმისთვის დაიწერა, მაგრამ მასში არ მოხვედრილა. ალბომის ამერიკული ვერსია გამოიცა ორი კვირის შემდეგ, 26 ივნისს, United Artists Records და სიმღერების სიით განსხვავდება.
ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც მთლიანად ოთხტრეკიან მაგნიტოფონზე ჩაიწერა, რითაც სტუდიაში საშუალება ჰქონდათ, ხმის მიქსის დროს ვოკალი ცენტრში მოეთავსებინათ.
წინა ორი ალბომისგან განსხვავებით A Hard Day's Night-ის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რაც ასახავს ჯგუფში სიმღერების შექმნის შესაძლებლობების დახვეწას. ალბომში შეტანილია The Beatles-ის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის სასათაურო, რომელსაც ხსნის გამორჩეული, ცნობილი აკორდი[4] და მანამდე უკვე გამოსული „Can't Buy Me Love“. ორივე სიმღერა ატლანტიკის ორივე მხარეს ჯგუფის #1 ჰიტი იყო.
ალბომის სახელწოდების იდეა რინგო სტარის შემთხვევითი მიგნებაა.[7]Playboy-ში ლენონის 1980 წლის ინტერვიუში განმარტებულია: „შინ მანქანით მივდიოდი და დიკ ლესტერმა (ფილმის რეჟისორმა) შემოგვთავაზა სახელწოდება, მძიმე დღის ღამე, რაც რინგო სტარის ფრაზიდან გამომდინარეობდა. მანამდე წიგნში In His Own Write გამოვიყენე, მაგრამ ეს რინგოს ფრაზა იყო. ერთ-ერთი მალაპრომიზმი. რინგოიზმი, რაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სასაცილო. უბრალოდ ასე თქვა. ამიტომ დიკ ლესტერმა თქვა, რომ ამ სახელწოდებას გამოვიყენებდით.“[8]
2000 წელს Q-ს 100 ყველა დროის უდიდესი ბრიტანული ალბომის სიაში A Hard Day's Night #5 პოზიციას იკავებდა.[9]
2012 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #307 ადგილზე მოხვდა.[10]
მუსიკალურად A Hard Day's Night ერიდება ჯგუფის წინა ალბომებში არსებულ როკ-ენ-როლის ქავერ-ვერსიების ტრადიციას და უფრო მეტად პოპულარული მუსიკის ჟღერადობისკენ იხრება.[18]Sputnikmusic-ის დეივ კონელი წერდა, რომ ალბომში არის „მოკლე, სიცოცხლით სავსე“ სიმღერები, სახასიათო მრავალდონიანი ვოკალებით, უშუალო მისამღერებით და მინიმალისტური ინსტრუმენტული მხარით.[20] According to Pitchfork Media-ს ტომ ევინგი აღნიშნავს, რომ როკ-ენ-როლის ქავერების ნაკლებობის გამო მსმენელი ჯგუფის ახალ ჟღერადობას აღიქვამს, როგორც მოდერნისტულს, აკორდების გამბედავი არჩევანით, მძლავრი ჰარმონიებით, გონებამახვილური გიტარით და ჩრდილოური ჰარმონიკით.[18]რობერტ კრისტგოუს აზრით, ლენონისა და მაკ-კარტნის სიმღერები „მუსიკალურად უფრო გაუმჯობესებული იყო“, ვიდრე მანამდე.[21]
1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოვიდა CD-ზე მონო მიქსის სახით, სხვა ალბომებთან ერთად (Please Please Me, With the Beatles და Beatles for Sale.) მანამდე ამერიკის შეერთებული შტატებში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო ხელმისაწვდომი ბრიტანული 13 სიმღერიანი ვერსია, რომელიც 1987 წლის 21 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე. სიმღერების „A Hard Day's Night“, „Can't Buy Me Love“ და „And I Love Her“ სტერეომიქსები 1993 წლის 1962–1966-ზე გამოვიდა. სხვა სიმღერების დიდი ნაწილი სტერეო ვერსიების სახით მხოლოდ 2004 წელს The Capitol Albums, Volume 1-ზე გამოჩნდა.
2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ალბომის რემასტერი და მთლიანი ჩანაწერი პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტერეოს სახით CD ფორმატში. იგი შეტანილია ბოქს-სეტშიThe Beatles Stereo Box Set. ბრიტანული ვერსიის მონო რემასტერი The Beatles in Mono-ში შეიტანეს.[23]
ალბომის ამერიკული გამოცემა გამოვიდა 1964 წლის 26 ივნისს, ლეიბლზე United Artists Records, როგორც მონო, ასევე სტერეო ვერსიების სახით. ეს იყო The Beatles-ის მეოთხე ამერიკული გამოცემა. ალბომი მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, სადაც 14 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც იმ წელს ნებისმიერი სხვა ალბომის წარმატებაზე გამარჯვება იყო.[41]
ფილმის შვიდივე სიმღერა, ისევე, როგორც „I'll Cry Instead“, ალბომის პირველ მხარეზეა. უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის დაიწერა, უკანასკნელ წუთზე წყდება. ამერიკულ ვერსიაში აგრეთვე შეტანილია ლენონის და მაკ-კარტნის სიმღერების არანჟირებები, რომლებზეც ჯორჯ მარტინმა იმუშავა —
„I Should Have Known Better“, „And I Love Her“, „Ringo's Theme“ და „A Hard Day's Night“. მას შემდეგ, რაც EMI-ს დაქვემდებარებაში
United Artists Records გადავიდა, 1980 წლის აგვისტოში Capitol-ზე, ნომრით SW-11921 მისი ახალი ტირაჟი გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სტერეო ვერსიაში ინსტრუმენტული ვერსიები ნამდვილ სტერეოში იყო წარმოდეგნილი, The Beatles-ის სიმღერები მონო ვერსიებისთვის სპეციალურად გადაამუშავეს ისე, რომ ხმის გადანაწილებით ჟღერდნენ, როგორც მონო ჩანაწერები. 1980 წლის გამოცემა იყენებს იგივე ძირითად ფირს, რაც United Artists-ის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოიპოვებოდა ორიგინალური სტერეო მიქსების ნაწილი. სიმღერების უმეტესობის ნამდვილი სტერეო ვერსიები Something New-ზე 1964 წლის ივლისში გამოსცეს. „Can't Buy Me Love“ და „I Should Have Known Better“ საბოლოოდ, სტერეო ვერსიების სახით გამოვიდა Apple Records-ის 1970 წლის კომპილაციაზე Hey Jude. სიმღერა „A Hard Day's Night“ სტერეოს სახით ამერიკის შეერთებული შტატებში კომპილაციამდე Reel Music (მარტი, 1982) არ გამოსულა. 2014 წელს მისი ვარიანტი გამოვიდა CD-ზე, ჯგუფის ბოქს-სეტში, რომელიც აღნიშნავს The Beatles-ის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის 50 წლისთავს. ამ CD-ზე ყველა სიმღერა წარმოდგენილია როგორც სტერეო, ასევე მონო მიქსების სახით.
ჯორჯ ჰარისონი– წამყვანი გიტარა (6 და 12 სიმიანი), აკუსტიკური და ესპანური გიტარები, დამატებითი ვოკალი; ვოკალური ჰარმონია სიმღერაში „Things We Said Today“
ჯონ ლენონი– წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი; რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა, წამყვანი გიტარა სიმღერაში „You Can't Do That“; ფორტეპიანო სიმღერა „Things We Said Today“ და დაირა
პოლ მაკ-კარტნი– წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, აკუსტიკური გიტარა სიმღერაში „I'll Be Back“
Lewisohn, Mark(1996). The Complete Beatles Chronicle. Chronicle Press. ISBN1-85152-975-6.
Lewisohn, Mark[1988](2005). The Complete Beatles Recording Sessions: The Official Story of the Abbey Road Years 1962–1970.London: Bounty Books. ISBN978-0-7537-2545-0.
Millard, André(2012). Beatlemania: Technology, Business, and Teen Culture in Cold War America.Baltimore, MD: Johns Hopkins University Press. ISBN978-1-4214-0525-4.
Norman, Philip[1981](1996). Shout!: The Beatles in Their Generation.New York, NY: Fireside. ISBN0-684-83067-1.
Riley, Tim[1988](2002). Tell Me Why – The Beatles: Album by Album, Song by Song, the Sixties and After.Cambridge, MA: Da Capo Press. ISBN978-0-306-81120-3.
Spencer, Neil(2002).„Beatles For Sale: Some Product“, Mojo Special Limited Edition: 1000 Days of Beatlemania (The Early Years – April 1, 1962 to December 31, 1964).London: Emap.
↑A Hard Day's Night (album). Recorded: 29 January – 2 June 1964. Producer: George Martin; Engineer: Norman Smith; Released: 10 July 1964 (UK), 26 June 1964 (US). The Beatles Bible წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
↑World – Volume 2 – Page 61, 1973. "[on Help! and A Hard Day's Night], the soundtrack – gone – rock album is a marketing ideal that is passed off on the buying public with objectionable regularity and has already begun to backfire."