ზაჰა ჰადიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰადიდი, ზაჰა)
Jump to navigation Jump to search
ზაჰა ჰადიდი
Zaha Hadid in Heydar Aliyev Cultural center in Baku nov 2013.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი 1950(1950-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბაღდადი, ერაყის სამეფო[8]
გარდ. თარიღი 31 მარტი 2016(2016-03-31)[9] [10] [11] [4] [5] [7] (65 წლის)
გარდ. ადგილი მაიამი[12] [10] [11]
დასაფლავებულია ბრუკვუდის სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[11] [13] , დიზაინერი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[14]
Flag of Iraq.svg ერაყი
მიმართულება დეკონსტრუქტივიზმი
ალმა-მატერი არქიტექტურული ასოციაციის არქიტექტურის სკოლა და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
მნიშვნელოვანი პროექტები შეიხ ზაიედის ხიდი, ლონდონის საწყალოსნო ცენტრი[10] , ჰეიდარ ალიევის ცენტრი[10] , გუანჯოუს ოპერა[10] , თანამედროვე ხელოვნების ცენტრი[10] , დუბაის ოპერა, BMW-ს ცენტრალური შენობა, ხიდის პავილიონი, ლილიუმ-ტაუერი[15] , ბერგიზელი, ფენოს სამეცნიერო ცენტრი, CMA CGM Tower, რივერსაიდის მუზეუმი, XXI საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, უან-ნორთი, CityLife, Port House და Capital Hill Residence[16]
ჯილდოები სტირლინგის პრემია, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი[17] , პრიცკერის პრემია[8], იმპერატორის პრემია[10], სამეფო ოქროს მედალი[18] , სტირლინგის პრემია, დიდი ოქროს მედალი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Jane Drew Prize, European Union Prize for Contemporary Architecture, Forbes list of The World's 100 Most Powerful Women[19] , Fellow of the American Institute of Architects და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“
საიტი zaha-hadid.com

ზაჰა ჰადიდი (არაბ. زها حديد; Zahā Ḥadīd, დ. 31 ოქტომბერი, 1950 — გ. 31 მარტი, 2016) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1950 წლის 31 ოქტომბერს, ბაღდადში, ერაყი. ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში იწყებს მუშაობას ყოფილ მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:

ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის „მაინდ-ზონა“. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.

მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა 2016 წლის 31 მარტს, 65 წლის ასაკში, მაიამიში, გულის შეტევით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RKDartists
  2. Zaha Hadid — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. StructuraeRatingen.
  7. 7.0 7.1 FemBio
  8. 8.0 8.1 http://www.nytimes.com/2016/04/01/arts/design/zaha-hadid-architect-dies.html
  9. http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-35936768
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 http://nyti.ms/22S2VgZ
  11. 11.0 11.1 11.2 建築家ザハ・ハディドさん死去 新国立の旧計画デザイン朝日新聞社, 2017.
  12. http://www.bbc.com/news/entertainment-arts-35936768
  13. The architect : women in contemporary architectureISBN 978-0-8230-1652-5
  14. http://www.nytimes.com/2008/12/23/arts/design/23arts-CHANELPAVILI_BRF.html
  15. http://www.zaha-hadid.com/architecture/lilium-tower/
  16. https://www.dezeen.com/2018/04/12/zaha-hadid-architecture-vladislav-doronin-capital-hill-residence-moscow-russia/
  17. Kimmelman M. Zaha Hadid, Groundbreaking Architect, Dies at 65 // The New York Times / D. BaquetManhattan, New York City: The New York Times Company, A.G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095
  18. https://www.lemonde.fr/architecture/article/2015/09/24/zaha-hadid-devient-la-premiere-femme-a-recevoir-la-medaille-d-or-royale-pour-l-architecture_4770168_1809550.html
  19. https://culturebox.francetvinfo.fr/arts/architecture/londres-zaha-hadid-recoit-la-medaille-d-or-royale-d-architecture-228059