ჰეიდარ ალიევის ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეიდარ ალიევის ცენტრი
აზერ. Heydər Əliyev Mərkəzi

საერთო ხედი
ინფორმაცია
სტატუსი დასრულებული
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°23′43″N 49°52′01″E / 40.395278° ჩ. გ. 49.866944° ა. გ. / 40.395278; 49.866944
მშენებლობა დაიწყო 2007
დასრულდა 10 მაისი 2012
სახურავის სიმაღლე 74 მ
არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი
მთავარი კონტრაქტორი DIA Holding

ჰეიდარ ალიევის ცენტრი — 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდი მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით.[1] ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე.

2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 2006 წლის 29 დეკემბრის №1886 ბრძანებით. ცენტრში ისწავლება სახელმწიფო მშენებლობის ფილოსოფია, ასევე აზერბაიჯანის ისტორია, ენა, კულტურულა, ეროვნული და სულიერი ღირებულებები[3]. პროექტის მიზანია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აღორძინებაში. მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს.

ტერიტორია, სადაც ცენტრი მდებარეობს ადრე სათარხანის სახელობის ქარხანა მდებარეობდა. შედეგად ქარხანა სხვა ადგილას გადაიტანეს. ტერიტორია გაწმინდეს და დაიწყეს ცენტრის მშენებლობა. 2007 წლის 10 სექტემბერს შენობას საფუძველი ჩაიყარა[3].

ჰეიდარ ალიევის ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შედგა 2012 წლის 10 მაისს[4]. ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და მათი ოჯახის წევრები[3].

2013 წელს ჰეიდარ ალიევის ცენტრის პროექტი წარადგინეს მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა 2013 წლის ოქტომბერში, სინგაპურში[5].

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი აზერბაიჯანის 20-კაპიკიან მარკაზე, სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2012-სთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა

ჰეიდარ ალიევის ცენტრი წარმოადგენს თხევად ფორმას, რომელიც ჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტის ტოპოგრაფიის და შესაფუთი ინდივიდუალური ფუნქციების დაკეცვის დროს. ცენტრის ყველა ფუნქციები, შესასვლელთან ერთად წარმოდგენილია ერთ უწყვეტ ზედაპირზე. ცენტრის სითხის ფორმა, სხვადასხვა კულტურული სივრცეების დაკავშირების საშუალებას იძლევა და ამავე დროს, უზრუნველყოფს ცენტრის თითოეული ელემენტის საკუთარი იდენტობის და კონფიდენციალურობის შენარჩუნებას.[6]

საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია)

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრში განლაგებულია საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია), გალერეა და მუზეუმი. საგამოფენო დარბაზებში ცხრა სართულიან განყოფილებაში წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზები, ადმინისტრაციული ოფისები, ასევე რესტორანი და კაფე. ოთხსართულიანი აუდიტორია შედგება  ორი საკონფერენციო დარბაზისაგან, ოფიციალური შეხვედრებისა და მედია ცენტრის ოთახებისაგან. შენობას ასევე გააჩნია ლანდშაფტის ფართობი, რომელიც შედგება ბუნებრივი ორნამენტული ხეებისა და ყვავილებისგან[7]. ასევე შენობაში არსებობს სხვადასხვა ინტერაქტიული საინფორმაციო ჯიხურები, რომელთა საშუალებით სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ცენტრისა და  გამართული ღონისძიებების შესახებ.

საგამოფენო დარბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიდარ ალიევის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილია „ჰეიდარ ალიევის მუზეუმი“. მასში ავტომობილებია წარმოდგენილი, რომლებსაც ჰეიდარ ალიევი თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში იყენებდა. მუზეუმის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აზერბაიჯანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ასახვას, ასევე ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და საქმიანობის ასახვას. მუზეუმის სამსართულიან შენობაში ჰეიდარ ალიევის ცხოვრება ფოტო და ვიდეო მასალების დახმარებით არის წარმოდგენილი. ალიევის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისა და დამოუკიდებლობის პერიოდში, წარმოდგენილია მუზეუმის მონაკვეთებში „სურათბზე ასახული ცხოვრება“, „აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება“, „ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მემკვიდრეობა, მიღწევები“. თითოეული თემის შესახებ ხმოვანი ინფორმაციაა მოცემული აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე[7].

მუზეუმის ერთ-ერთი მონაკვეთი არის მულტიმედიური დარბაზი, რომელშიც ასახულია ალიევის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. დარბაზში ასევე წარმოდგენილია ალიევის სამხედრო და სამოქალაქო ტანსაცმელი, მისი მაგიდა, ბრძანებები და მედლები[7].

„აზერბაიჯანის შედევრები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილია გამოფენა სახელწოდებით „აზერბაიჯანის შედევრები“. აქ წარმოდგენილია უნიკალური ისტორიული ექსპონატები ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. გამოფენა წარმოადგენს აზერბაიჯანის ისტორიის ყველა პერიოდს, ნაჩვენებია კულტურის სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებული ექსპონატები[8].

მინი-აზერბაიჯანი

„მინი-აზერბაიჯანი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული ცენტრის მეორე სართულზე, „მინი აზერბაიჯანის“ პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანის 45 ისტორიული და არქიტექტურული ნაგებობაა ნაჩვენები, როგორც ბაქოში, ისე აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში. სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე თითოეული შენობის შესახებ, არქიტექტურისა და არქიტექტურული სტილის შესახებ[9].

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სართულზე განთავსებული ექსპოზიციის დარბაზი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში“ ასევე მიზნად ისახავს აზერბაიჯანის პოპულარიზაციას[7]. აქ ნაჩვენებია აზერბაიჯანის ისტორია, კულტურა, ხელოვნება და ბუნება. გამოფენაზე სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბუნებრივი და არქიტექტურული ძეგლების ფოტოები.

აზერბაიჯანის სამზარეულოს სურათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა დარბაზში, რომელიც მეოთხე სართულზე მდებარეობს, ფოტოგამოფენაა წარდგენილი, სადაც აზერბაიჯანული კულინარიული ხელოვნება არის ნაჩვენები. აქ შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის პიტერ ლიპმანის ნამუშევრები[7]. ფოტოებში ნახავთ ეროვნული სამზარეულოს ისეთ პოპულარულ კერძებს, როგორიცაა ფლაავი, დომა, ბოზბაში და სხვა. ასევე სხვადასხვა ტკბილეულები ფახლავა, შექერბურა და კიდევ ჩაი ტრადიციულ „არმუდუს“ ჭიქაში.

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიდარ ალიევის ცენტრი ახლო კავშირებს აყალიბებს რიგ საერთაშორისო სააგენტოებთან, საზღვარგარეთის სტრუქტურებთან, მუზეუმებთან და საგამოფენო ცენტრებთან. ცენტრმა ორგანიზება გაუწია ავსტრიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, რუსეთის, სლოვენიის, თურქეთის გამოფენებს. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, იტალიაში, უნგრეთში, რუმინეთში, რუსეთში, თურქეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში მრავალი პროექტი ჩაატარა. ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი გახდა - გამოფენებისა და ღონისძიებების საერთაშორისო ასოციაცია (IAEE), საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაცია (ICCA), კონვენციის ცენტრების საერთაშორისო ასოციაცია (AIPC), ღონისძიების ორგანიზატორთა ასოციაცია (AEO)[10].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]