დუბაის ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუბაის ოპერა — 2000 ადგილიანი მრავალფორმატიანი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დუბაის ცენტრში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იგი შეიქმნა Emaar Properties- ის მიერ, საოპერო და თეატრალური სპექტაკლების, ბალეტის, კონცერტების, კონფერენციების, გამოფენების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ოპერის აშენების გეგმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა 2012 წლის მარტში გამოაცხადა. ოპერის მშენებლობა დასრულდა 2016 წელს [1]. იგი საზეიმოდ გაიხსნა 2016 წლის 31 აგვისტოს პლასიდო დომინგოს სპექტაკლით [2]. პირველ სეზონზე გამოდიოდა ლეგენდარული ტენორი ხოსე კარერასი.[3] წარმოდგენილი იყო ბიზეს ოპერა "მარგალიტის მაძიებლები" [4] . დუბაის ოპერის ფართობი 1,800 კვადრატული მეტრია.[5] შენობაში სართულის დაქირავება შესაძლებელია ქორწილებისთვის, გალა სადილებისთვის, მოდებiს ჩვენებებისა და გამოფენებისaთვის.[5]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის რუკა

დუბაის ოპერა მდებარეობს ოპერის რაიონის ნაწილში ქალაქ დუბაის ცენტრში. 1901-ადგილიანი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი შეიქმნა ჰოლანდიელი არქიტექტორ იანუს როსტოკის და არქიტექტურულ ფირმა ატკინსის მიერ. [6] დუბაის ოპერა არის მთავარი ელემენტი და ნაწილი 20 მილიარდიანი პროექტისა Opera District. შენობის ექსტერიერი თანამედროვეა, ინტერიერი ძველებური და ტრადიციული. ოპერის შენობაში გაერთიანებულია, საოპერო დარბაზი, საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე, დარბაზში 2000 ადამიანი ეტევა. თეატრის პროექტის კონსულტანტების გეგმის მიხედვით, [7] ის შეიძლება გარდაიქმნას ტრადიციულ თეატრად, საკონცერტო დარბაზად, საბანკეტოდ ან საგამოფენო სივრცედ. ჰიდრავლიკური ლიფტებისა და ვაგონების გამოყენებით 2000 ადგილიდან 900 – მდე სავარძლის გადაადგილება შეიძლება, სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ღონისძიებებისთვის, ხოლო დამატებითი ადგილები ინახება თეატრის ქვემოთ მდებარე ავტოფარეხებში.[8] შენობაში სართულებს შორის არის ესკალატორები, რომელთაგან თითოეულში ბუფეტია განთავსებული, დღეისათვის ოპერის შენობა ველაზე თანამდროვეა მსოფლიოში.

დუბაის ოპერის დიზაინი შთაგონებულია არაბული ტრადიციული იალქნიანი ხომალდების - დაუს ფორმით.ძირითად კორპუსში განთავსებულია მთავარი საოპერო სცენა, ორკესტრი და სავარძლები. ხოლო მოგრძო კორპუსში განლაგებულია მოსაცდელი და პარკინგი.[9][10] შენობის ფასადი პოპულარულ მოცეკვავე შადრევნებს გადაჰყურებს. სახურავზე მდებარეობს რესტორანი, საიდანაც ბურჯ ხალიფას ხედი იშლება.მსურველებს შეუძლიათ სახურავზე მდებარე ღია ბაღი მოინახულონ.

დუბაის ოპერა მალევე გახდა ქალაქის განვითარებისა და მომავლისაკენ სწრაფვის სიმბოლო.

.2015 წლის იანვარში ჯასპერ ჰოუპი , რომელიც იყო ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლის აღმასრულებელი დირექტორი. დაინიშნა დუბაის ოპერის აღმასრულებელ დირექტორად[11].

პირველი მომღერალი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დუბაის ოპერის სცენაზე 2016 წლის 10 ოქტომბერს გამოვიდა, იყო ჰუსეინ ალ ჯასმი. [12]

2019 წლის ბოლოსათვის, "ოპერის მოჩვენება" იყო სპექტაკლი, რომელიც ყველაზე ბევრჯერ გაიმართა დუბაის ოპერის სცენაზე. [13]

4 წლიანი მუშაობის განმავლობაში, დუბაის ოპერამ მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო თეატრალური სპექტაკლისათვის.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Dubai Opera House builder eyes 2016 completion date".[მკვდარი ბმული] Elan Magazine. June 11, 2014. Retrieved March 16, 2015.
  2. "Placido Domingo opens Dubai Opera".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-19. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  3. "Review: José Carreras gives a strong finish at Dubai Opera"[მკვდარი ბმული]. The National. Retrieved 2020-03-30.
  4. " Dubai Opera announces launch programme full details." Time Out Dubai. Retrieved 2020-03-30.
  5. 5.0 5.1 "Social and Corporate Events - Dubai Opera". დაარქივებული 2019-07-24 საიტზე Wayback Machine. Dubai Opera. Retrieved 2018-11-08.
  6. "Top 40 most powerful architects in the Middle East". Arabian Business Magazine. Retrieved April 24,2016.
  7. "Projects - Theatre Projects". დაარქივებული 2016-09-19 საიტზე Wayback Machine. theatreprojects.com. Retrieved 2016-08-26.
  8. Lucy Bamard (October 10, 2020)"Emaar's Opera House Project[მკვდარი ბმული] in Dubai will be a multi-purpose facility" . The National. Retrieved March 16, 2015.
  9. Aarti Nagraj (March 18, 2014). "Emaar Reveals Details About 2,000-Seat Opera House In Dubai"[მკვდარი ბმული]. Gulf Business. Retrieved March 16, 2015.
  10. "Dubai to get 2,000-seat opera house in The Opera District". დაარქივებული 2020-06-11 საიტზე Wayback Machine. Khaleej Times. March 19, 2014. Retrieved March 16, 2015.
  11. "Emaar names Jasper Hope CEO of Dubai Opera"[მკვდარი ბმული]. Emirates 24/7. February 11, 2015. Retrieved March 16,2015.
  12. "World-class singer Hussain Al Jassmi to perform at Dubai Opera". What's On. 2016-07-03. Retrieved 2020-03-30.
  13. "Review: A triumphant opening night for The Phantom Of The Opera". What's On. 2019-10-17. Retrieved 2020-03-31.
  14. "Time Out Nightlife Awards 2017 winners". Time Out Dubai. Retrieved 2020-03-31.