რენცო პიანო
რენცო პიანო (იტალ. Renzo Piano; დ. 14 სექტემბერი, 1937, გენუა, იტალია) — იტალიელი არქიტექტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გენუაში, იტალია და დღემდე აქვე აქვს სახლიც და სახელოსნო. განათლება მიიღო და შემდგომში ასწავლიდა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ლუის კანთან. 1971-1977 წლებში კი რიჩარდ როჯერსთან, მათი ყველაზე ცნობილი ერთობლივი ნამუშევარია ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში (1977).
მისი პროექტით აშენდა მენილის კოლექციის მუზეუმი ჰიუსტონში (1986), მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საინჟინრო გადაწყვეტა კანსაის საერთაშორისო აეროპორტისა, ოსაკა (1988), და პოტსდამერ პლატცის დაიმლერ-ბენცის ნაწილის რეკონსტრუქცია ბერლინში. 2002 წელს დასრულდა ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სამუსიკო აუდიტორიუმი პარკო დელა მუსიკა (3 ჰოლით რომელშიც 2800, 1200 და 700 მაყურებელი თავსდება ღია ამფითეატრითა და გარშემო პარკით) რომში, რომელიც ევროპაში ამ ტიპის უდიდესი სამუსიკო დარბაზი გახდა. 2003 წელს სან ჯიოვანი ტორონდოში დასრულდა მისი პროექტით პადრე პიოს პილგრიმაჟის ეკლესიის მშენებლობა. მისი დიზაინით აიგო ბერნში, შვეიცარია, ადგილობრივი მხატვრის პოლ კლეესთვის მიძღვნილი მუზეუმი. მასვე ეკუთვნის ფეხბურთის სტადიონების, ხიდების, ლაინერებისა და ავტომობილების პროექტები.
მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტია ლონდონ-ბრიჯ-ტაუერის ცათამბჯენი ლონდონში.
რენცო პიანოს 1998 წელს მიღებული აქვს პრიცკერის არქიტექტურული პრიზი და არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jodidio, Philip (2016). Renzo Piano Building Workshop (French). Taschen.
- PIano, Renzo (2007). La Désobéissance de l'Architecte (French). Arléa.
- Taschen, Aurelia and Balthazar (2016). L'Architecture Moderne de A à Z (French). Bibliotheca Universalis.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რენცო პიანოს ოფიციალური საიტი
- პრიცკერის არქიტექტურული პრიზის ბიო დაარქივებული 2005-04-06 საიტზე Wayback Machine.
- რენცო პიანოს პროფილი და არქიტექტურული ნიმუშები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Academy of Arts, Berlin — 1696.
- ↑ Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Daguerre M. Piano, Renzo // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T067269
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Muschamp H. Renzo Piano Wins Architecture's Top Prize // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1998. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11889787X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Morgan Library Plans a Makeover and an Image Upgrade // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2005. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Altered Spaces: The Good, the Bad and the Dizzying // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2007. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Openpolis
- ↑ Museum of Modern Art online collection
- ↑ Dettaglio decorato — presidenza della Repubblica Italiana.
- ↑ Dettaglio decorato — presidenza della Repubblica Italiana.
- ↑ https://riba-prd-assets.azureedge.net/-/media/Files/Awards/2024/Royal-Gold-Medal-winners-1980-to-2024.pdf?rev=1f3606d7f48c4000917cd54d46036f68
- ↑ https://www.praemiumimperiale.org/en/laureate-en/laureates-en
- ↑ https://www.kyotoprize.org/en/laureates/
- ↑ Columbia’s 2014 Honorary Degree Recipients Announced — კოლუმბიის უნივერსიტეტი, 2014.
- ↑ Real Decreto 973/2017, de 3 de noviembre, por el que se concede la Gran Cruz de la Orden Civil de Alfonso X el Sabio al señor Renzo Piano. // Boletín oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 2017. — ISSN 0212-033X
- ↑ https://www.amiens.fr/Actualites/Le-distingue-Renzo-Piano