ტანგე კენძო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქ. ტოკიოს მერია

ტანგე კენძო ( იაპ. 丹下 健三) (დ. 4 სექტემბერი, 1913, — გ. 22 მარტი, 2005, ტოკიო), იაპონელი არქიტექტორი. პრიცკერის პრემიის ლაურეატი.

არქიტექტურული განათლება მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტში, რომელიც 1938 დაამთავრა. ააგო ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალური ცენტრი (1949-1956), რომელშიც თავი იჩინა ტანგესთვის დამახასიათებელმა თვისებამ - შუა საუკუნეების იაპონური არქიტექტურის მემკვიდრეობის შემოქმედებითად გააზრებამ. 1950-1960-იან წლებში განიცადა ლე კორბუზიეს "ახალი კლასიციზმისა" და ბრუტალიზმის გავლენა. ნამუშევრები: საკრებულო დარბაზი (კურასიკი, 1960), "გიმნაზიუმი" (ტოკიო, 1963-1964). 1961 გამოაქვეყნა ტოკიოს რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა განაშენიანებულიყო ტოკიოს ყურეზე საგანგებოდ მოწყობილ კონსტრუქციებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 652, თბ., 1985