რიჩარდ ჯენკინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ჯენკინსი

რიჩარდ ჯენკინსი 2009 წელს
დაბადების სახელი რიჩარდ დეილ ჯენკინსი
დაბადების თარიღი 4 მაისი, 1947 (1947-05-04) (76 წლის)
დე-კალბი, ილინოისი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1974–დღემდე
მეუღლე(ები) შარონ ფრიდრიკი (1969-დღემდე)

რიჩარდ დეილ ჯენკინსი (ინგლ. Richard Dale Jenkins; დ. 4 მაისი 1947, დე-კალბი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა და გაიზარდა ილინოისის შტატის ქალაქ დე-კალბიში, დედამისის დიასახლისის — მერი ელიზაბეთისა და მამამისის სტომატოლოგის — დეილ სტივენ ჯენკინსის ოჯახში. სწავლობდა დე-კალბის უმაღლეს სკოლაში. მანამ სანამ მსახიობი გახდებოდა სატვირთოს მძღოლად მუშაობდა. ილინოისის უესლიანის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო ხარისხი დრამის სფეროში. Trinity Repertory Company-ის ჯგუფის ერთ-ერთი მსახიობი იყო, სადაც ითამაშა მრავალ სპექტაკლში. 1990-1994 წლებში იყო ამავე თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი. მისი კინოდებიუტი შედგა 1974 წელს.

1980-იან და 1990-იან წლებში კინოში მეორეხარისხოვან როლებს იღებდა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ითამაშა სატელევიზიო სერიალში „ექვსი ფუტი მიწის ქვეშ“. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე შესრულებული როლები ფილმებში „ვიზიტორი“ და „ქოხი ტყეში“. უოლტერ ვეილის როლის შესრულებისთვის ფილმში „ვიზიტორი“ ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001–2005 ექვსი ფუტი მიწის ქვეშ Six Feet Under ნათანიელ ფიშერი
2001 ადამიანი, რომელიც არ არსებობდა The Man Who Wasn’t There უოლტერ აბუნდასი
2003 შეუწყნარებელი სისასტიკე Intolerable Cruelty ფრედი ბენდერი
2005 ჩრდილოეთის ქვეყანა North Country ჰენკ ეიმსი
2006 გულების მტეხველნი I ♥ Huckabees მისტერ ჰუტენი
2007 ვიზიტორი The Visitor პროფესორი უოლტერ ვეილი
2008 გერი ძმები Step Brothers რობერტ დობაკი
2008 წაკითხვისთანავე დაწვით Burn After Reading ტედ ტრეფონი
2010 ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Love რიჩარდი
2011 მეგობრული სექსი Friends with Benefits მისტერ ჰარპერი
2011 რომის დღიური The Rum Diary ედვარდ ლოტერმანი
2012 მოკალი მშვიდად Killing Them Softly მძღოლი
2012 ქოხი ტყეში The Cabin in the Woods გერი სიტერსონი
2013 A.C.O.D. A.C.O.D. ჰიუ
2014 ღმერთის ჯიბე God's Pocket რიჩარდ შელბერნი

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის 23 აგვისტოდან ქორწინებაში იმყოფება შერონ ფრიდრიკთან. წყვილს ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]