წითელი მოცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი მოცვი
Vaccinium vitis-idaea 20060824 003.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vaccinium vitis-idaea
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 18748884

წითელი მოცვი[1] ( ლათ. Vaccinium vitis-idaea) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა.[2] 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. სუსტად დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5-10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35-80 სანტიმეტრამდე ღრმავდება. ნაყოფი ბურთისებრი ღია-მოწითალო ფერისაა, ოთხბუდიანი. ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. ყვავილები ზარისებრია. გვირგვინი თეთრი ან მკრთალი ვარდისფერი აქვს. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარებში, ტუნდრაში, მშრალ ტორფნარებში ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.[2] ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. აგრეთვე შეიცავს პექტონებს, თრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვ. სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი;[2] საქართველოში გვხვდება მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე;[2] ხშირია აჭარა-გურიის მთებში, აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ქართლში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში.[3]

ყვავილის ფორმულა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]