შინაარსზე გადასვლა

მანანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანასებრნი
Erica arborea
Erica arborea
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
ლათინური სახელი
Ericaceae

მანანასებრნი (ლათ. Ericaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ბუჩქები, ბუჩქბალახები, ლიანები და ხეებია.

50-მდე გვარის 1750-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში — არქტიკიდან ტროპიკებამდე. საქართველოში გვხვდება 6 გვარის 13 სახეობა.

მანანასებრთა შორის ბევრია დეკორატიული მცენარე (დეკა, შქერი, იელი, მანანა, ხემარწყვა და სხვა). ზოგიერთ სახეობას ფესვებზე ხშირად უჩნდება მაკორიზა, რის გამოც აზოტით ღარიბ ჭაობიან ქვიშიან ნიადაგებზეც კარგად იზრდება.