სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი
Bakuvi mavzoley.JPG
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
თარიღდება XV საუკუნის მეორე ნახევარი

სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი (აზერ. Seyid Yəhya Bakuvinin türbəsi) — ბაქოში XV საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული მავზოლეუმი. განლაგებულია შირვანშაჰთა საშუალო სასახლის კომპლექსის ცენტრში. ხალხში ცნობილია როგორც „დერვიშის“ მავზოლეუმი. მას უწოდებენ ასე იმის გამო, რომ აქ დაკრძალულია ფილოსოფოსი, მოაზროვნე და კარის ასტროლოგი სეიდ იაჰია ბაკუვი.

რიჩარდ ტილეს ფოტოსურათი რომელზეც გამოსახულია ბაკუვის მავზოლეუმი მასზე მოშენებული „ძველი“ მეჩეთით.

მავზოლეუმი მომცრო ზომისაა. მას გააჩნია რვაკუთხა პრისმისებური ფორმის ქვის გუმბათი. ეს ფორმა არ არის დამახასიათებელი არც ბაქოსთვის და არც აბშერონისათვის. ასეთი ფორმები გვხდება ბაქოს გარეთ, ძირითადად შემახას რაიონში. მავზოლეუმი დაყოფილია ორ ნაწილად: მიწისზედა და მიწისქვეშაზე. მავზოლეუმის ზედა ნაწილი განკუთვნილია სარიტუალო პროცედურებისათვის, ქვედა ნაწილში კი არის განლაგებული აკლდამა. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებში მას გააჩნია სამი შებექეს სტილის ფანჯარა-გისოსები. აკლდამაში ასევე არის ერთი ასეთივე ფანჯარა. მთლიანად მავზოლეუმი მოპირკეთებულია რიგი ქვებისგან. გუმბათზე შენარჩუნებულია მოპირკეთებული და მოხატული ორნამენტები. მავზოლეუმის სამშენებლო ხსნარში შერეული იყო შალის ძაფები, რამაც განაპირობა მისი მდგრადობა. ბათქაშში არის ამონაღებები (3 მილიმეტრის სისქის) , რომელნიც შემდგომ ამოვსებულნი არიან ფერადი მასით. მავზოლეუმი მიშენებული იყო ძველ მეჩეთზე, რომელსაც ქეი-კუდაბა ეწოდებოდა. ზუსტად ამ მეჩეთში, მუშაობდა, ლოცულობდა და ასწავლიდა სეიდ იაჰია ბაკუვი. ეს მეჩეთი აშენებული იქნა შირვანშაჰ ქეი - კუდაბას მმართველობის დროს XIV საუკუნეში და ამიტომაც ეწოდა მისი სახელი. 1918 წელს მეჩეთი დაიწვა. დღედღეობით შენარჩუნდა მხოლოდ საძირკველი. სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი მიეკუთვნება ჩრდილო აზერბაიჯანის მემორიალური მშენებლობების საუკეთესო ნიმუშებს.