შინაარსზე გადასვლა

არაბესკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბესკის ქვის რელიეფი ომაიანთა მეჩეთიდან (დამასკო)

არაბესკი (ფრანგ. arabesque < იტალ. arabesco— „არაბული“) — შუა საუკუნეების ისლამურ ხელოვნებაში ჩამოყალიბებული ორნამენტის ევროპული სახელწოდება. გეომეტრიულად აგებულია სწორ- ან ირიბკუთხა ბადეზე, მისი საფუძველია დეკორატიული მოტივების განმეორებადი ჯგუფების უსასრულო სივრცითი განვითარება. ერთგვაროვანი ფორმების ამგვარი წყობა ქმნის რთული მოხატულობის შთაბეჭდილებას. განარჩევენ მცენარეებიან (ყვავილებიანი და ფოთლებიანი მოხატულობები) და გეომეტრიულ (კალეიდოსკოპის მსგავსი მოხატულობით) არაბესკებს; ხშირია წარწერებიანი კომპოზიციებიც.[1] ისლამურ რელიგიაში არაბესკი დამახასიათებელია მეჩეთების მოხატულობისათვის. გამოსახულების ფორმა დამოკიდებულია ისლამური სამყაროს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  1. Арабеска // Большая российская энциклопедия. т. 2. М., 2005. — стр. 134–135.