შინაარსზე გადასვლა

მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაჯ-მაჰალი, აგრა, ერთ-ერთი ცნობილი მავზოლეუმი მსოფლიოში

მავზოლეუმი — მონუმენტური სამარხი ნაგებობა. სახელწოდება მიიღო ქალაქ ჰალიკარნასში აგებული კარიის მეფის მავსოლეს აკლდამისაგან. მავზოლეუმი გავრცელდა ძველ რომსა და შუა საუკუნეების აღმოსავლეთში. ტრადიციული ნაგებობის პარალელურად სოციალურ არქიტექტურაში მოინახა მავზოლეუმის კომპოზიციის ახალი პრინციპი. იგი შეეხამა ტრიბუნას, რითაც მავზოლეუმის მონუმენტურ არქიტექტურას საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიენიჭა.