აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონების რუკა

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონებიაზერბაიჯანის რეგიონები, რომლებიც ხასიათდება გარკვეული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობით, ტერიტორიულ-სამეურნეო ერთიანობით, ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების თავისებურებით და ისტორიულად ჩამოყალიბებული საწარმოო სპეციალიზაციით.

აზერბაიჯანი დაყოფილია 10 ეკონომიკურ რეგიონად (აზერ. İqtisadi rayon), ასევე ხშირად ცალკე გამოყოფილი, როგორც ეკონომიკური რეგიონი, აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი ბაქო[1]:

№ რუკაზე ეკონომიკური რეგიონი ფართობი[1]
კმ²
მოსახლეობა
(ად. 2015)[1]
ათ. ად.
ბაქო - აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია.

ძირითადი ინდუსტრიები: საერთაშორისო ვაჭრობა, ნავთობის გადამუშავება, ქიმიური, საინჟინრო, საკვები, ტექსტილის მრეწველობა. ასევვე ვითარდება სამხედრო ინდუსტრია, მაღალტექნოლოგიური მრეწველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო[2][3].

2140 2204,2
1 აფშერონის რეგიონი - მოიცავს აფშერონისა და ხიზინის ადმინისტრაციულ რაიონებს, ასევე ქალაქ სუმგაითს. ძირითად მრეწველობას წარმოადგენს - ნავთობქიმიური, ქიმიური, მძიმე მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკა, მსუბუქი და საკვები მრეწველობა, სამშენებლო მრეწველობა - სატრანსპორტო და საერთო ინფრასტრუქტურა[4]. 3730 551,8
2 განჯა-ყაზახის რეგიონი - ძირითადად განვითარებული სოფლის მეურნეობა - კარტოფილის მოყვანა, მარცვლეულობა და მევენახეობა, ასევე არის რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სფერო. ასევე განვითარდა მებოსტნეობა, მეხილეობა და მესაქონლეობა. 12 300 1240,8
3 შაქი-ზაქათალის რეგიონი - ძირითადი მრეწველობა - მსუბუქი და საკვები მრეწველობა[5]. 8840 599,9
4 ლენქორანის რეგიონი - საკვები მრეწველობა 6070 893,3
5 ყუბა-ხაჩმაზის რეგიონი - სოფლის მეურნეობა, მსუბუქი და საკვები მრეწველობა[6]. 6960 525,7
6 არანის რეგიონი - ინდუსტრია რეგიონში ძირითადად განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთში. ინდუსტრიების ძირითადი სფეროებია: ქიმიური, მანქანად მშენობა, მსუბუქი, კვების მრეწველობა და მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება[7]. 21 150 1936,0
7 ზემო ყარაბაღის რეგიონი - თითქმის მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ. 7330 653,5
8 ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი - მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ. 6420 244,0
9 მთიანი შირვანის რეგიონი - მოიცავს აღსუს, ისმაილის, გობუსტანის, შემახის ადმინისტრაციული რაიონები. ძირითადი მრეწველობა ამ რეგიონში წარმოადგენს მსუბუქ და საკვებ მრეწველობას. 6130 304,0
10 ნახიჩევანის რეგიონი - მოიცავს ქალაქ ნახიჩევანს, ბაბექის, ორდუბადის, ჯულფის, სადარაქსის, შაჰბუზის, შარურის, ქენგერლის ადმინისტრაციულ რაიონებს. ძირითადი მრეწველობა - მსუბუქი და საკვები მრეწველობა. 5500 439,8
სულ 86 570 9593,00

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]