ტათუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
ტათუნგი
大同市
Cityview Datong Shanxi.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შანსი
შიდა დაყოფა Pingcheng District, Datong Mining District, Xinrong District, Yanggao County, Tianzhen County, Guangling County, Lingqiu County, Hunyuan County, Zuoyun County და Yunzhou District
კოორდინატები 40°05′49″ ჩ. გ. 113°22′01″ ა. გ. / 40.09694° ჩ. გ. 113.36694° ა. გ. / 40.09694; 113.36694
ფართობი 14,068[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 1042 მეტრი
მოსახლეობა 3,105,591[2][1] კაცი (2020)
სიმჭიდროვე 220 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0352
საფოსტო ინდექსი 037000
საავტომობილო კოდი 晋B
ოფიციალური საიტი dt.gov.cn
ტათუნგი — ჩინეთი
ტათუნგი

ტათუნგი (ჩინ. 大同市, ფინინი: Dàtóng) — საოლქო დონის ქალაქი შანსის პროვინციაში, ჩინეთი. ის მდებარეობს მდინარე ტათუნგის აუზში, 1 040 მეტრის სიმაღლეზე (ზღვის დონიდან). ქალაქს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონი, ხოლო აღმოსავლეთიდან ხებეის პროვინცია. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქში სულ 3 105 591 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1 790 452 საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილშია დასახლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრა დრაკონის კედელი
鼓楼

თანამედროვე ტათუნგის ტერიტორია დაკავშირებული იყო დაის ძველ სამეფოსთან, რომელიც მოგვიანებით ჯაომ და ძინის სამეფომ დაიპყრო ძველი წელთაღრიცხვით 457 წელს. ტათუნგის ტერიტორია გამყოფ ზოლს წარმოადგენდა მიწაზე მომუშავე ჩინელებსა და ევრაზიის სტეპის მომთაბარე ტომებს შორის. ეს ტერიტორია ასევე ცნობილი იყო ცხენებით ვაჭრობით.

ფინგჩენგის ოლქი (平城县), იანჩენგის შემადგენლობაში შედიოდა, რაც თავის მხრივ, ცინის დინასტიის სარდლობას წარმოადგენდა.[3] მოგვიანებით ტერიტორია ხანის დინასტიის შემადგენლობაში გადავიდა, რა დროსაც თანამედროვე ტათუნგი დაარსდა (დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 200 წ.). ქალაქის ჩამოყალიბება ბაიტენგის ბრძოლაში ხუნუების მომთაბარე ტომის დამარცხებით იყო განპირობებული. ფინგჩენი ჩინეთის დიდი კედლის გასწვრივ შიდა მონღოლეთში გადასასვლელი უახლოესი ადგილი გახდა. სწორედ ამან განაპირობა მომავალში ფინგჩენგის აყვავება, რაც, ძირითადად, აქლემების ქარავნებისათვის სატრანსპორტო ცენტრად ჩამოყალიბებაში აისახა. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის დაშლის შემდეგ ქალაქი გაძარცვეს. ეს ქალაქი ხანის/სიანბეის დედაქალაქი გახდა ჩრდილოეთ ვეის დინასტიის პერიოდში ახალი წელთაღრიცხვით 398–494 წლებში. ამავე პერიოდის მიწურულს აშენდა იუნგანი (460–494). 520-იან წლებში ფინგჩენგი ჩრდილოეთ ვეის სამეფოს დაის სარდლობის ადგილს წარმოადგენდა.[4]

ქალაქს ტათუნგი ოფიციალურად 1048 წელს ეწოდა. ის იყო ჯურჯენების სიძინგი („დასავლეთის დედაქალაქი“), ძინის დინასტიის დედაქალაქი მონღოლთა იმპერიის დაპყრობამდე. ის 1649 წელს მინის დინასტიის დაქვემდებარებაში მოექცა და ხელმეორედ 1652 წელს აშენდა.

1982 წლისთვის ქალაქში კვლავ იყო შენარჩუნებული კედლის ნაწილი, რის გამოც ქალაქს ამავე წელს ეროვნული ცნობილი ისტორიული და კულტურული დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭა.[5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტათუნგი შანსის პროვინციის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია. ის მდინარე ტათუნგის აუზში მდებარეობს. საოლქო დონის ქალაქის ურბანული ნაწილი სამი მხრიდან მთებითაა შემოსაზღვრული. უღელტეხილები ქალაქიდან აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებშია. ტათუნგს ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთიდან ულანჩაბი (შიდა მონღოლეთი), ჭანგძიაქოუ (ხებეი) აღმოსავლეთიდან, შუოჭოუ (შანსი) სამხრეთ-დასავლეთიდან და სინჭოუ (შანსი) სამხრეთიდან.

ცნობილი ტათუნგის ვულკანური თაღები მდინარე ტათუნგის აუზის მიმდებარედ არსებობს. ქალაქი ბეიჯინგიდან 250 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტათუნგისათვის დამახასიათებელია კონტინენტური, მუსონების გავნელით წარმოქმნილი ნახევრად უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მისთვის დამახასიათებელია გრძელი, ცივი და ძალიან მშრალი ზამთარი. ასევე ძალიან თბილი ზაფხული. თვის საშუალო ტემპერატურა −10.5°C-დან (იანვარი) 22.6°C-მდე (ივლისი) იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა 7.33 °C-ია. ნალექი ზამთრობით ძალზედ იშვიათია. ნალექების სამი მეოთხედი, ძირითადად, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის.

ჰავის მონაცემები — ტათუნგი (1981–2010 normals, extremes 1951–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 11.2 19.2 25.3 35.4 35.5 39.0 39.2 35.9 34.7 27.5 21.7 14.6 39.2
საშუალო მაღალი °C −3.4 1.4 8.1 16.9 23.5 27.6 28.8 26.7 22.2 15.2 5.9 −1.6 14.3
საშუალო დღიური °C −10.5 −6.0 0.8 9.4 16.4 20.8 22.6 20.6 15.3 8.0 −1.1 −8.3 7.3
საშუალო დაბალი °C −16.4 −12.2 −5.6 2.0 9.0 14.0 16.8 15.1 9.1 2.0 −6.8 −13.9 1.1
რეკორდულად დაბალი °C −31.1 −27.6 −20.9 −15.6 −5.8 2.9 8.8 6.1 −3.4 −10.4 −24.0 −27.6 −31.1
საშუალო ნალექი (მმ) 1.7 2.5 9.8 19.5 31.0 47.4 97.6 77.1 55.1 19.7 6.0 1.9 369.3
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 2.0 2.5 4.5 4.1 7.0 9.8 13.5 12.2 8.8 4.8 2.8 1.9 73.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 53 46 42 38 40 49 62 67 61 54 51 52 51
საშუალო თვიური მზიანი საათები 184.1 189.4 222.3 243.5 272.5 265.7 244.8 233.9 234.6 226.8 185.8 167.5 2 670,9
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 62 63 60 62 62 59 54 55 63 66 62 58 61
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[6][7]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნგანი ზედაპირული გამოქვაბულების ერთობლიობაა, რომელიც ტათუნგიდან 16 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ობიექტ 50 000-ზე მეტ მოჩუქურთმებულ გამოსახლულებას, ბუდას ქანდაკებებსა და ბოდჰისატვას ნიმუშებს მოიცავს. ამ ფიგურების ზომები 4 სანტიმეტრიდან 7 მეტრამდე იცვლება. ნამუშევართა უმეტესობა 1000 და მეტი წლის წინანდელია.

თავად ქალაქში შენარჩუნებულია ისეთი ისტორიული ობიექტები, როგორებიცაა: ცხრა დრაკონის კედელი, ხუაიანის მონასტერი (ჩინ. 华严寺; Huáyán Sì), და შანხუას ტაძარი. ასევე მნიშვნელოვანია ხანგინგის ტაძარი, რომელიც მდინარე ხენგის მიმდებარედ, კლდეზეა აშენებული. რეგიონში არსებული ობიექტების უმეტესობა ტანისა და მინის დინასტიების პერიოდშია შექმნილი. გამონაკლისია ხანგინგის ტაძარი, რომელიც ჩრდილოეთ ვეის დინასტიის (386–534) პერიოდით თარიღდება.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2021. 
  2. https://www.citypopulation.de/en/china/shanxi/admin/
  3. Hou, Xiaorong (2009), zh:《秦代政区地理》, Beijing: Social Science Academic Press
  4. [https://books.google.ch/books?id=UD8Nvn7Ca18C&pg=PA106 Daijun.
  5. 5.0 5.1 Su, Jiede. (2020-10-10) In Datong, a Crumbling Legacy of China's Most Extreme Urban Makeover. ციტირების თარიღი: 2020-10-16
  6. zh:中国气象数据网 – WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  7. extremetemps. (8 January 2021) Asian cold spell Update: Some records....
  8. „Fake it to make it“. South China Morning Post Magazine. Hong Kong. ციტირების თარიღი: 2 November 2014.