შალვა გოგოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შალვა ხონელი)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.
შალვა ხონელი
დაბ. სახელი შალვა გოგოლაშვილი
დაბ. თარიღი 13 იანვარი, 1887
ქუთაისი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1972 (85 წლის)
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი

შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) (დ. 13 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი], 1887, ქუთაისი — გ. 1 ნოემბერი, 1972, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1904). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1905 წელს ხონში. შემდეგ მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა თბილისის (1910–12), ქუთაისის (1912–1917), ბაქოს ქართულ (1917–1920), ბათუმის (1920–1923), ფოთის (1923–1926), ჭიათურის (1926–1928) თეატრებში. 1928 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. შესრულებული აქვს 200-მდე როლი, მათ შორის: პარასკიდი და კოწია (შალვა დადიანის „კაკალ გულში“ და „გუშინდელნი“), ლომკაცა (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კოსტაია (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ელიზბარი (გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“), პასტორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ბენ აკიბა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ხლესტაკოვი (ნიკოლაი გოგოლის „რევიზორი“) და სხვ.

1926 წლიდან იღებდნენ კინოში. აღსანიშნავია როლები: მიკიტანი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927), ფრანგი ოფიცერი („კომუნარის ჩიბუხი“, 1929), მამულოვი („საკანი №79“, 1930), მამასახლისი („უკანასკნელი მასკარადი“, 1934), პრისტავი („დაკარგული სამოთხე“, 1937), ნესტორი („კოლხეთის ჩირაღდნები“, 1941). გოგოლაშვილმა ქართული თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80-ზე მეტი პიესა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესხიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]