ღურის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღურის პროვინცია
غور
Jam Qasr Zarafshan.jpg
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
სტატუსი ვილაიეთი
მოიცავს 10 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ჩაჰჩარანი
მეთაური გუბერნატორი
ოფიციალური ენები დარი, ხაზარა, პუშტუ, უზბეკური ენა
მოსახლეობა (2007)
680 200 კაცი (13 ადგილი)
სიმჭიდროვე 18,65 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ღურები, პუშტუნები, ჰაზარელები, უზბეკები.
ფართობი 36 479 კმ² (7 ადგილი)
ღურის პროვინცია რუკაზე
ღურის პროვინცია, რუკა
დროის სარტყელი UTC+4:30
კოდი ISO 3166-2 AF-GHO
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Ghōr Province

ღურის პროვინცია (დარი غور Ġōr, პუშტუ غور‎) — პროვინცია ავღანეთში. დასავლეთით მას ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, აღმოსავლეთით — ბამიანის პროვინცია, ჩრდილოეთით ფარიაბის პროვინცია, ხოლო სამხრეთით ჰელმანდის პროვინცია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ძველი სახელწოდება იყო მენდიში. სახელწოდება ღური მან მიიღო ამავე სახელის მქონე მთების გამო. მე–12 საუკუნემდე მოსახლეობამ რამდენიმეჯერ შეიცვალა რელიგია. ჯერ იყვნენ წარმართი, შემდეგ მიიღეს მაზდეანობა, ბუდიზმი და ბოლოს ისლამი.

ღური იგივე ღურისტანი არის მთიანი ქვეყანა. მის შესახებ ცნობები დაცულია მუსლიმი ისტორიკოსის იბნ ჰაუქალის თხზულებებში. მოსახლეობა რამდენიმე სალაპარაკო ენაზე მეტყველებს, მათ შორის, ხორასანის დიალექტზე.

ადამიანი ამ რეგიონში უძველესი დროიდან ცხოვრობდა, რასაც მოწმობს 2007/2008 წ.წ. არქეოლოგების მიერ აქ აღმოჩენილი უძველესი სამარხები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. 5000 წლით. ნანგრევებს შორის აღმოჩენილია უძველესი სიხე–სიმაგრეები და სხვა საფორტიფიკაციო–თავდაცვითი ნაგებობანი, მათ შორის დედაქალაქ ჩაგჩარანის რაიონში. მდინარე თეჯენის მიდამოებში ჩანს ჯერ კიდევ I საუკუნეში ბუდიზმის გავრცელების კვალი. აქ მრავლად არის ხელოვნური გამოქვაბულები, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუდისტი ბერები სარგებლობდნენ.

1020–ანი წლებიდან ღური ითვლებოდა ღაზნევიდების სახელმწიფოს ვასალად. მაგრამ უკვე XII–XIII ს.ს. იგი ძლიერი ადგილობრივი მმართველების ღურიდების სახელმწიფოს ცენტრად გადაიქცა. ღურიდების ეპოქაში მოხდა პროვინციის მოსახლეობის სრული ისლამიზაცია. შუა საუკუნეებში აქ ააგეს ჯამის მინარეთი, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

2004 წლიდან ღურის რეგიონში აირია სიტუაცია და დაიწყო სამოქალაქო ომი. ამის გამო აქ განლაგებულია საერთაშორისო–სამხედრო ძალები ნატოს ეგიდით.

ნატო და კარზაის ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISAF–ის მონაწილე ნორვეგიერლი ჯარისკაცები ავღანეთის ერთ–ერთ პროვინციაში

ჰამიდ კარზაი ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა 2002 წლიდან, ნატოს სამხედრო ზალების დახმარებით, ISAF-ის 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს №1386 რეზოლუციის საფუძველზე. ISAF-ის (ნატოს) ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება. შემდგომში ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე.

დღესდღეობით ISAF-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამხედრო კოალიციას, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 110 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ISAF-ი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს ბრძოლას თალიბანის, ალ-ქაიდასა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებთან.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება ათი რეგიონისგან. წარმოადგენს მოსახლეობის მხრივ ერთ–ერთ არც თუ ისე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს. მისი რეგიონებია:

  • დავლატ იარი
  • დუ ლაინა
  • ლალ ვა სარჯანგალი
  • პასაბანდი
  • საგარი
  • ტაივარა
  • ტულაკი
  • შაჰრაკი
  • ჩაგჩარანი
  • ჩარსადა

რესურესები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]