შინაარსზე გადასვლა

ჯამის მინარეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამის მინარეთი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ავღანეთის დროშა ავღანეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ავღანეთის დროშა ავღანეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 211
საფრთხის ქვეშ 2002
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 211
ინგლ.რუს.ფრ.

ჯამის მინარეთიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ავღანეთში. მთლიანად შემოფარგლულია მაღალი მთებით. მინარეთის სიმაღლე 65 მეტრია და აშენებულია 1190 წელს. აგებულია გამომწვარი აგურით. გამოირჩევა მობათქაშებული და მოჭიქული კრამიტის დეკორაციებით, ასევე შეიცავს გეომეტრიულ ფიგურებს და წაწერილ ყურანის სტროფრბს.

ოთხი საუკუნის განმავლობაში, მინარეთი ყველასაგან დავიწყებული იყო, სანამ ის 1886 წელს ხელახლა არ აღმოაჩინა ინგლისელმა გეოგრაფმა თომას ჰოლდიჩმა, რომელიც ავრანეთის საზღვრების კომისიაში მუშაობდა. მაგრამ მინარეთმა მსოფლიოს ყურადღება მაინც ვერ მიიქცია, სანამ 1957 წელს ფრანგმა არქეოლოგებმა აქ გათხრები არ ჩაატარეს, რის შესახებაც 1970 იან წლებში მათ მოხსენება გამოაქვეყნეს, თუმცა 1979 წელს, საბჭოთა კავშირის ავრანეთში შეჭრის შემდეგ, ძეგლი კვლავ მოწყდა გარესამყაროს.

2002 წელს, მინარეთი ავღანეთის პირველი ძეგლი გახდა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, თუმცა ის ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაშია, რისი მიზეზიც მთავრობის მერე არასწორი რესტავრაცია და ყაჩაღების მხრიდან გაძარცვაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]