ავღანეთში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კრიზისმა რეგიონში შექმნა მთელი რიგი პოლიტიკური ფენომენები. ერთ-ერთი მათგანი გახდა ავღანეთის პოლიტიკურ სისტემასა და უსაფრთხოების რეგიონალურ სტრუქტურაში ყუნდუზის პროვინციის განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებული ე.წ. „ყუნდუზის ფაქტორი“.
7 ოლქის გამაერთიანებელი ყუნდუზის ვილაიეთი განლაგებულია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ავღანეთის სხვა ვილაიეთებისაგან განსხვავებით ყუნდუზის პროვინციაში პრაქტიკულად თანაბარი პროპორციული რაოდენობით ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარები, უზბეკები და ეთნიკური არაბები. პროვინციის გარე საზღვარი ფაქტობრივად წარმოადგენს სამხრეთიდან ცენტრალურ აზიაში შემავალ ჭიშკარს.
ყუნდუზის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში ჩამოაყალიბა მისი განსაკუთრებული სტატუსიც. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყუნდუზის პლაცდარმი იყო ან პოლიტიკური არასტაბილურობის წყარო ან ან მისი სტაბილურობის გარანტი.
ХХ ს 30-ან წლებში სწორედ ყუნდუზის პროვინციაში განლაგდა ბასმაჩური მოძრაობის შტაბი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირის შუა აზიის რესპუბლიკებს და პრაქტიკულად მათ დესტაბილიზებას ახდენდა.
ავღანეთის ომის პერიოდში 1979—1989 წ.წ. თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მიზეზით პროვინცია იქცა აქტიური საომარი მოქმედებების ზონად. სამხრეთით ქალაქ ყუნდუზში საბჭოთა სამხედრო ნაწილების მე-40 არმია. მასში შედიოდა 201-ე გატჩინოს ორჯერ წითელდროშოვანი მოტომსროლელი დივიზია, მათ შორის, 149-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკი და 783-ე დაზვერვის ბატალიონი. ყუნდუზის სეროდრომზე კი დისლოცირებული იყო 181-ე ცალკე ვერტმფრენთა პოლკი და 254-ე ცალკე ვერტმფრენთა ესკადრილია.
პროვინციაში მოქმედებდა ავღანელი მოჯაჰედების ორი გავლენიანი პარტია - ავღანეთის ისლამური პარტია და ავღანეთის ისლამური საზოგადოება.
90-ან წლებში ყუნდუზის პლაცდარმი გადაიქცა პოლიტიკურ ცენტრად და ტაჯიკეთის შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების ბაზირების ადგილად. ისისნი არა მხოლოდ ემუქრებოდნენ ოფიციალურ დუშანბეს, არამედ აღიქმებოდა პოსტსაბჭოთა ელიტის ავანგარდად, მთელი შუა აზიის მომცველი ”ახალი ჯიჰადის” მოწინავე ნაწილებად.
1990-ან წლებშივე ყუნდუზმა ავღანეთის პოლიტიკურ პროცესებში სტრატეგიული წერტილის სტატუსი მიიღო. აქ მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მთელი ჩრდილო ავღანეთის პერსპექტივები. სწორედ ყუნდუზი დაიპყრეს თალიბებმა 1997 წელს, რომელიც გადაიქცა ფართომასშტაბიანი შეტევითი ომის წარმოების პლაცდარმად.