ფარაჰის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარაჰის პროვინცია
فراه ‎
Mi-17Afganistan.jpg
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
მოიცავს 11 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ფარაჰი
ოფიციალური ენები დარი, პუშტუ
მოსახლეობა (2007) 488 100 კაცი
სიმჭიდროვე 10,07 ადამ./კმ² კაცი/კმ²
ფართობი 48 471 კმ² კმ²
ფარაჰის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+4:30
კოდი ISO 3166-2 AF-FRA
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Farah Province

ფარაჰის პროვინცია (პუშტუ / ირანული: فراه) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ირანის საზღვართან. იგი არის ფართო და მეჩხერად დასახლებული რეგიონი, იყოფა თერთმეტ რაიონად და შეიცავს ასობით სოფელს. მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 925.016 ადამიანს, რომელიც მრავალეთნიკურია და ძირითადად, სოფლის ტომის საზოგადოებას წარმოადგენს. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი ფარაჰი, რომელშიც მდებარეობს აეროპორტი.

პროვინციის ფართობია დაახლოებით 48,000 კმ 2. იგი დაახლოებით ორი მერილენდის შტატის ზომაა ან სამხრეთ კორეის ნახევარი. ფარაჰის პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ღურის პროვინცია. სამხრეთით ჰელმანდის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიმრუზის პროვინცია და დასავლეთით ირანი. ეს არის მეოთხე უდიდესი პროვინცია ავღანეთში.

ავღანეთის ამ პროვინციაში მრავალი ისტორიული ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე კარგად გამოიყურება ალექსანდრე მაკედონელის ციხე ქალაქ ფარაჰის მახლობლად.

ფარაჰის ციხე

რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარაჰის პროვინციის ადმინისტრაციული დაყოფა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]