ფარვანის პროვინცია
ვილაიეთი | |
---|---|
ფარვანის პროვინცია پروان | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | ჩარიქარი |
შიდა დაყოფა | Bagram District, Chaharikar District, Ghorband District, Jabal Saraj District, Kohi Safi District, Salang, Sayed Khel, Shekh Ali District, Shinwari და Surkhi Parsa |
კოორდინატები | 35°00′00″ ჩ. გ. 69°00′00″ ა. გ. / 35.00000° ჩ. გ. 69.00000° ა. გ. |
ფართობი | 5974 კმ² |
ოფიციალური ენა | პუშტუ და დარი |
სალაპარაკო ენები | პუშტუ, დარი |
მოსახლეობა | 629 500 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 105,37 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+04:30 |
ფარვანის პროვინცია (დარი پروان - Parwān, პუშტუ پروان) — ავღანეთის ოცდათოთხმეტიდან ერთ-ერთი პროვინცია (ვილაიეთი), მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჩარიკარი. ტერიტორია მოიცავს 5974 კმ²-ს 629 500 მცხოვრებით (2007 წლის მონაცემებით). მას ესაზღვრება ექვსი პროვინცია. დასავლეთით მას ესაზღვრება ბამიანის პროვინცია. მის შემადგენლობაში 2004 წლამდე შედიოდა ფანჯშირის ხეობა, რომელიც ამჟანად ცალკე რეგიონად არის გამოყოფილი. თავად ფარვანის პროვინცია წარმოადგენს ფართობით ერთ-ერთ ყველაზე მცირე რეგიონს, რომელსაც 27-ე ადგილი უკავია რეგიონთა შორის, ფართობის სიდიდით.
ფარვანის პროვინცია არის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რეგიონი. აქ მდებარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაგრამის ავიაბაზა, რომელიც წარმოადგენს აშშ ყველაზე მსხვილ სამხედრო-საჰაერო ბაზას ავღანეთის ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია იყოფა 10 ოლქად. ესენია:
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. აღ. ის 329 წელს ფარვანი დაუარსებია ალექსანდრე მაკედონელს, როგორც კავკასიის ალექსანდრია (შუა საუკუნეების კაპისა, თანამედროვე ბაგრამი). ეს იყო ერთ-ერთი ალექსანდრეს სეხნია ქალაქი მრავალ ქალაქ ალექსანდრიას შორის. მან ფარვანი დააარსა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე, რომელიც გაედინებოდა ჰინდიყუშის მთებზე, პაროპამისადის ქვეყანაში.
შენიშვნა: ანტიკურ ეპოქაში ჰინდიყუში აგრეთვე აღნიშნავდა კავკასიას, პარალელურად მისი დასავლური ექვივალენტის - კავკასიის მთების ევროპასა და აზიას შორის.
სხვადასხვა დროს პროვინცია გადადიოდა ხელიდან ხელში. ერთ დამპყრობელს მეორე ცვლიდა. მაგ: VIII საუკუნეში ის დაიპყრეს არაბმა მუსლიმებმა, 1221 წელს პროვინციაში შემოიჭრა მონღოლთა ჯარი ჩინგიზ ხანის მეთაურობით, რომელმაც ბრძოლა გაუმართა ჯალალედინის ლაშქარს და დაამარცხა იგი. პროვინციის შესახებ ცნობები დაცული აქვს ცნობილ მაროკოელ მეცნიერსა და მოგზაურს იბნ ბატუტას, რომელსაც 1333 წლისათვის უმოგზაურია ამ ტერიტორიებზე.
მოგვიანებით, პროვინცია გადავიდა თემურიდების და დიდ მოგოლთა ხელში მანამდე, სანამ აჰმად შაჰ დურანმა იგი არ შემოუერთა დურანის სახელმწიფოს 1747 წელს.
1840 წელს ფარვანის პროვინცია გახდა ინგლის-ავღანეთის პირველი ომის საბრძოლო ადგილი, რომელშიც საბოლოოდ ინგლისელებმა გაიმარჯვეს.
ფარვანის თანამედროვე ისტორია დაიწყო აქ ტექსტილის წარმოების გაჩენასთან ერთად, როდესაც 1937 წელს ქალაქ ჯაბალ-სარაჯში აშენდა ფაბრიკა.
XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქი ჩათრეული აღმოჩნდა ავღანეთის ომში. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე უმწვავესი ბრძოლა გაიმართა ომის დროს.
1990-იან წლებში ქალაქი კვლავ მოექცა ბრძოლების ეპიცენტრში, ამჯერად ის გადაიქცა თალიბების ძლიერი წინააღმდეგობის ცენტრად.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბაგრამის ავიაბაზისაკენ მიმავალი გზა ფარვანის პროვინციაში
-
მოსწავლე გოგონები ფარვანის პროვინციაში
-
ავღანეთის პოლიცია აკონტროლებს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ დახმარების განაწილების პროცედურას
-
ფარვანის ერთ-ერთ ქარხანაში მომუშავე ავღანელი ქალი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაღლანის პროვინცია | ფანჯშირის პროვინცია | |||
ბამიანის პროვინცია | კაპისას პროვინცია | |||
ფარვანის პროვინცია | ||||
მაიდან-ვარდაკის პროვინცია | ქაბულის პროვინცია |