ნიმრუზის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილაიეთი
ნიმრუზის პროვინცია
نیمروز
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Zaranj
შიდა დაყოფა Chahar Burjak District, Chakhansur District, Kang District, Khash Rod District და Zaranj District
კოორდინატები 31°00′00″ ჩ. გ. 62°30′00″ ა. გ. / 31.00000° ჩ. გ. 62.50000° ა. გ. / 31.00000; 62.50000
ფართობი 41 005 კმ²
ოფიციალური ენა დარი, პუშტუ და Balochi
სალაპარაკო ენები პუშტუ, დარი, ბელუჯური ენა
მოსახლეობა 154 900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 3, 78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ნიმრუზის პროვინცია (პუშტუ نیمروز‎, დარი نیمروز Nimrōz) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება დასავლეთით ირანს და სამხრეთით პაკისტანს, აგრეთვე ავღანეთის პროვინციებს — ფარაჰს ჩრდილოეთში და ჰელმანდს აღმოსავლეთში. ტერიტორია შეადგენს 41 005 კმ², მოსახლეობა დაახლოებით 154 900 ადამიანი (2007 წლის მონაცემებით). ეს არის ავღანეთის ყველაზე მეჩხერად დასახლებული რეგიონი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმრუზი შეიცავს 5 ადმინისტრაციულ ერთეულს

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციაში ქალქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 15 %, სოფლისა — 85 %. მამრობითი სქესი შეადგენს მოსახლეობის 51 %, მდედრობითი სქესი — 49 %. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია ბელუჯები და პუშტუნები. აქ ცხოვრობენ აგრეთვე, ტაჯიკები და უზბეკები. ბელუჯურ ენაზე საუბრობს მოსახლეობის 61 %. გავრცელების მიხედვით მეორე ენაა პუშტუ. ამ ენაზე საუბრობს პროვინციის მოსახლეობის 27%. დანარჩენი 12% საუბრობს დარიზე და უზბეკურ ენაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]