ქრისტიან ჰიუგენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქრისტიან ჰიუგენსი
Christiaan-huygens4.jpg
დაბ. თარიღი 14 აპრილი 1629(1629-04-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[11] [12]
გარდ. თარიღი 8 ივლისი 1695(1695-07-08)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] (66 წლის) ან 8 ივნისი 1695(1695-06-08)[9] (66 წლის)
გარდ. ადგილი ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[12]
მოქალაქეობა Statenvlag.svg გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
სამეცნიერო სფერო მათემატიკა, მექანიკა, ფიზიკა და ასტრონომია
მუშაობის ადგილი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ლაიდენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Denis Papin
მეუღლე Susanna Hoefnagel
მამა Constantijn Huygens
დედა Suzanna van Baerle

ქრისტიან ჰიუგენსი (გერმ. Christiaan Huygens; დ. 14 აპრილი, 1629, ჰააგა — გ. 8 ივლისი, 1695, იქვე) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და გამომგონებელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტინ ჰიუგენსი დაიბადა 1629 წლის 14 აპრილს ჰააგაში, მდიდარი გერმანელების ოჯახში[13][14]. იგი იყო კონსტანტინ ჰიუგენსის მეორე შვილი. მისი დედა იყო სუზან ვან ბაერლი. ქრისტიან ჰიუგენსის დის, სუზანის დაბადების შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა[15]. ქრისტიანის ოჯახს ხუთი შვილი ჰყავდათ: კონსტანტინი (1628), ქრისტიანი (1629), ლოდვიკი (1632), ფილიპი (1632) და სუზანი (1637)[16].

აღსანიშნავია, რომ ქრისტიან ჰიუგენსი მეცნიერულ საქმიანობასთან ერთად იყო პოეტი და მუსიკოსი. მისი სამეგობრო წრე მოიცავდა ძალზედ ცნობის პიროვნებებს (მაგალითად გალილეო გალილეი, მარენ მერსენი და მრავალი სხვა). 16 წლამდე ჰიუგენსი განათლებას სახლში იღებდა. მისმა მამამ ქრისტიანს კარგი განათლება მიაღებინა: იგი სწავლობდა უცხო ენებს და მუსიკას, ისტორიას და გეოგრაფიას, მათემატიკას, ლოგიკას და რიტორიკას, აგრეთვე მას ასწავლიდნენ ცეკვას და ცხენის ტარებას[17] [16][18].

1645-1647 წლებში მამამისმა ქრისტიან ჰიუგენსი გაგზავნა ლეიდენის უნივერსიტეტში მათემატიკისა და კანონების შესასწავლად[17]. ორი წლის შემდეგ ჰიუგენსი სწავლას აგრძელებს „ორეინჯ კოლეჯში“ (ბრედა). ნახსენებ კოლეჯში მისი რექტორი იყო ანდრე რივეტი[19]. ეს კოლეჯი მან დაამთავრა 1649 წლის ოქტომბერში[17].

თავდაპირველად მამამისს სურდა ქრისტიანი კარგი დიპლომატი გამოსულიყო, თუმცა მოგვიანების მიხვდა, რომ ის შვილს ეს სფერო არ აინტერესებდა[20].

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიან ჰიუგენსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ექსპერიმენტალურ სამუშაოებს. იგი ყოველთვის ცდილობდა შეემოწმებინა ყოველი თეორია თუ საკმაოდ დაუმტკიცებლად მოეჩვენებოდა. ამით იგი გამორიცხავდა ყველა მცდარ ჰიპოთეზას. ჰიუგენსი აწარმოებდა ქანქარის რხევის გამოკვლევებს. ამ კვლევის შედეგად მან დაადგინა, რომ ქანქარას კანონები მართავდა, აგრეთვე დაადგინა დამოკიდებულება ქანქარის სიგრძესა და რხევის პერიოდს შორის. მან ქანქარა საათში გამოიყენა და გახდა პირველი ქანქარიანი საათის კონსტრუქტორი.

ქანქარაზე დაკვირვების გარდა ჰიუგენსი აგრძელებდა მყარი სხეულების დინამიკის გამოკვლევებს, რომლებიც დააიწყო გალილეო გალილეიმ და დაამთავრა ისააკ ნიუტონმა, რომლებმაც მოგვცა სამი ცნობილი კანონის ფორმულირება. ჰიუგენსის დამსახურებას წარმოადგენს დაჯახების კანონებისა და ცენტრისკენული ძალის აღმოჩენა.

ჰიუგენსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც სინათლის ტალღური თეორიის ფუძემდებელი. სწორედ მან წამოაყენა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სინათლეს აქვს ტალღური ბუნება და წარმოადგენს „ეთერის“ რხევის შედეგს. „ეთერის“ ცნება მან შემოიტანა, იმიტომ, რომ ამით შეძლებოდა აეხსნა სინათლის გავრცელება ვაკუუმში.

მანვე ახსნა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის მოვლენა. ამას გარდა მეცნიერს აინტერესებდა სხეულთა დრეკადობის პრობლემები, აგრეთვე ასტრონომიაც. სწორედ მან აღმოაჩინა სატურნის რგოლები.

ქრისტიან ჰიუგენსი გარდაიცვალა 1695 წლის 8 ივლისს, ჰააგაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 25, თბ., 1978.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118639749 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 Christiaan Huygens
  5. 5.0 5.1 Christiaan Huygens — 2009.
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Nationalencyklopedin — 1999.
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  9. 9.0 9.1 http://sdei.senckenberg.de/biographies/information.php?id=19852
  10. Indiana Philosophy Ontology Project
  11. Berry A. A Short History of AstronomyJohn Murray, 1898.
  12. 12.0 12.1 Гюйгенс Христиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. "Christiaan Huygens." Encyclopedia of World Biography. 2004. Encyclopedia.com. (14 December 2012).http://www.encyclopedia.com/doc/1G2-3404703173.html
  14. http://www.saburchill.com/HOS/astronomy/016.html http://www.saburchill.com/HOS/astronomy/016.html
  15. Strategic Affection? Gift Exchange in Seventeenth-Century Holland, by Irma Thoen, pg 127
  16. 16.0 16.1 Strategic Affection? Gift Exchange in Seventeenth-Century Holland, by Irma Thoen, pg 127
  17. 17.0 17.1 17.2 Huygens, Christiaan (Also Huyghens, Christian)." Complete Dictionary of Scientific Biography. 2008. Encyclopedia.com. (14 December 2012).http://www.encyclopedia.com/doc/1G2-2830902105.html
  18. entoen.nu: Christiaan Huygens 1629–1695 Science in the Golden Age
  19. C. D. Andriesse (25 August 2005).Huygens: The Man Behind the Principle. Cambridge University Press. pp. 80–.ISBN978-0-521-85090-2. Retrieved 23 April 2013.
  20. Dictionary, p. 469.