მარენ მერსენი
მარენ მერსენი | |
---|---|
ფრანგ. Marin Mersenne | |
დაბ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1588[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | უაზე, საფრანგეთის სამეფო[1] [4] |
გარდ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1648[1] [2] [3] [4] [5] (59 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[1] [6] [4] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[7] [5] , თეოლოგი, მათემატიკოსი[7] [5] , მუსიკოლოგი[7] , მუსიკის თეორეტიკოსი[5] , ფიზიკოსი და ასტრონომი[5] |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი[8] [2] [9] , Q2983845?[10] და collège Henri-IV de La Flèche[2] [9] |
გავლენა მოახდინეს | |
მარენ მერსენი (ფრანგ. Marin Mersenne, Marin Mersennus, le Père Mersenne; დ. 8 სექტემბერი, 1588 — გ. 1 სექტემბერი, 1648, პარიზი) — ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, თეოლოგი და მუსიკის თეორიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სოფელ უაზეში, გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ლა-ფლეშის იეზუიტთა კოლეგიუმში, ხოლო შემდეგ შევიდა ფრანცისკელთა ბერების სკოლაში. იგი მრავალმხრივი მეცნიერი იყო. მერსენმა თავისი კვალი დატოვა ფიზიკაში, მათემატიკაში, ჰიდრო-აეროდინამიკასა და საერთოდ საფრანგეთის მეცნიერების განვითარებაში. მას ეკუთვნის ბგერის სიჩქარის პირველი და საკმაოდ ზუსტი ექსპერიმენტალური გაზომვა. მერსენი სწავლობდა საქანის რხევის კანონებსა და სითხის მოძრაობას, მაგრამ გარდა ამისა მერსენის შემოქმედებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი ფართო მიმოწერა და ურთიერთობა იმ დროისთვის წამყვან მეცნიერებასთან. მერსენიც მოღვაწეობის პერიოდში სამეცნიერო ჟურნალები ჯერ კიდევ არ გამოდიოდა. სიახლეთა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მოთხოვნილება კი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამის გამო ჟურნალის როლს მეცნიერებისათვის მიმოწერა ასრულებდა. გამოჩენილი ფრანგი ფიზიკოსი ჯონ ბერნალი აღნიშნავდა, რომ „მერსენის ბინა მის გარდაცვალებამდე ფრანგული მეცნიერების ჭეშმარიტ ცენტრს წარმოადგენდა“. მერსენთან თავს იყრიდა ინფორმაცია ყოველი მეცნიერული სიახლის შესახებ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს სიახლე მთელი ევროპისათვის გახდებოდა ცნობილი. ერსენთან ისეთი ცნობილი მეცნიერები იკრიბებოდნენ, როგორებიც იყვნენ: უ. რობერვალი, ბ. პასკალი, ჟ. დეზორმი და მრავალი სხვა. სწორედ აქ ხდებოდა აზრთა გაცვლა გამოცვლა და ნაშრომების გარჩევა. მოგვიანებით 1666 წელს , მერსენის წრიდან შეიქმნა პარიზის მეცნიერებათა აკადემია, რასაც ხელი ჟან-ბატისტ კოლბერიმ შეუწყო.
მერსენის ნაშრომებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ექსპერიმენტალური გამოკვლევა აკუსტიკაში. გალილეისა და ბეკონის მსგავსად, მერსენი აკვირდებოდა ტონის სიმაღლის დამოკიდებულებას რხევის რიცხვთან. მან ბევრი ცდა განახორციელა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა შემდეგი კანონი: ერთგვაროვანი სიმების რხევათა რიცხვი, სიმების ტოლი სიგრძისა და სისქის შემთხვევაში, ისე ეფარდება ერთმანეთს, როგორც კვადრატული ფესვები მათი დაჭიმულობებიდან; სიმების ერთნაირი სისქისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ეს ფარდობა სიმების სიგრძეების უკუპროპორციულია, ხოლო სიმების ტოლი სიგრძეებისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ფარდობა სიმების სისქეებიდან კვადრატული ფესვის უკუპროპორციულია. სწორედ ამ კანონებით გამოიყვანა მერსენმა ტონებისათვის აბსოლუტური რხევათა რიცხვი. მეორე აღმოჩენა მან აკუსტიკაში გააკეთა, თუმცა მან ეს კარგად ვერ შეასაფა. კერძოდ, მან შენიშნა, რომ ერთ ჟღედად სიმს შეუძლია გამოიწვიოს მეორე სიმის ჟღერადობა იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მისგან ოქტავით განსხვავდება. აქედან გამომდინარე სიმს შეუძლია გამოსცეს მისთვის უჩვეულო სხვა მაღალი ტონი. არც მერსენმა და არც გალილეიმ ამ ობერტონებს საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს (გალილეიმ ეს მოვლენა მერსენისაგან დამოუკიდებლად შენიშნა).
აღსანიშნავია რომ მერსენის წიგნი — „უნივერსალური ჰარმონია“ (იგი მიჩნეულია აკუსტიკაში პერველ მეცნიერულ ნაშრომად) გამოიცა 1636 წელს, ესეიგი გალილეო გალილეის ნაშრომის გამოცემამდე ორი წლით ადრე. ეს ორი ნაშრომი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევების საფუძველზეა შექმნილი, თუმცა ცნობილია, რომ მერსენს და გალილეის ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. სწორედ მერსენმა გამოსცა გალილეის მექანიკა ფრანგულ ენაზე იტალიურად გამოცემამდე ორი წლით ადრე.
მერსენის ერთ-ერთ მნიშნელოვან დამსახურებად მიიჩნევა ის, რო მან ცდით გაზომა ბგერის გავრჩელების სიხშირე ჰაერში. მერსენი შეეცადა გაერკვია ჰიდროსტატიკის ზოგიერთი საკითხი. 1644 წელს გამოცემულ ნაშრომში ის მექანიკის გვერდით ჰიდროსტატიკის საკითხებსაც განიხილავს. იგი ამ შრომაში აღნიშნავს, რომ ბრტყელ-ჰორიზონტალურ ზედაპირზე წყლის წონა ტოლია იმ წყლის სვეტის წონისა, რომელსაც ფუძედ აღნიშნული ზედაპირი აქვს, ხოლო მის სიმაღლეს წარმოადგენს ამ ზედაპირიდან წყლის თავისუფალ ზედაპირამდე დაშორება. აღნიშნულ შრომაში მერსენი ასევე ეხება ჰიდროსტატიკის და ჰიდროდინამიკის სხვა საკითხებსაც. სითხეების მოძრაობის შესწავლის საკითხში იგი ისეთივე დასკვნამდე მივიდა, როგორც ტორიჩელი.
მერსენმა იყო პირველი, ვინც დააწესა პრემია საუკეთესო მეცნიერულ ნაშრომზე. ამ პრემიამ საფრანგეთის მეცნიერთა დიდი აღმავლობა გამოიწვია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, გვ. 46-48, თბ., 1980.
- Ф. Розенбергер, История физики, ч. II , М.-Л., 1937.
- П. Лакyр, Я. Аппель, Историческая физика, т. 1, М.-Л., 1929.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Г. Риман Мерсенн // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. Энгель — Москва: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 2. — С. 843.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Mersenne, Marin // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 18. — P. 174.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Мерсенн Марен // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118581201 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 9.0 9.1 The Galileo Project
- ↑ Stanford Encyclopedia of Philosophy — Stanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054