დიმიტრი ხვთისიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ხვთისიაშვილი
Dimitri–khvtisiashvili.jpg
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1968 (1968-04-22) (52 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი
მეუღლე(ები) ხათუნა კიკვაძე
შვილ(ებ)ი ზურაბი (2001), ირაკლი (2002), ლევანი (2009)
მშობლები დედა: ნონა როგავა
ჯილდოები წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის პრემია – 2000 წ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი (დ. 22 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი რეჟისორი, მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ხვთისიაშვილი დაიბადა 1968 წლის 22 აპრილს.

1989 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (პედაგოგები ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე). 2014 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2015 წლის 30 ნოემბერს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მსახიობის აღზრდის პედაგოგიური საფუძვლების ინტერპრეტირების საკითხისათვის“. მიენიჭა თეატრალური ხელოვნების დოქტორის ხარისხი.

1989–1996 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

1996–2000 წლებში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2003 წლებში იყო ვერიკო ანჯაფარიძისა და მერაბ კოსტავას სახელობის თეატრების დამდგმელი რეჟისორი.

1989 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი. თეატრალური ხელოვნების დოქტორი. 1999–2014 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გახმოვანების სტუდიის მთავარ პროდიუსერად. 2010–2012 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი.

2012 წლიდან დღემდე არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ცალკეულ დადგმებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში.

დედა – ნონა როგავა, მეუღლე – ხათუნა კიკვაძე, შვილები: ზურაბი (2001), ირაკლი (2002), ლევანი (2009).

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით კლდიაშვილი, „ირინეს ბედნიერება“
  • აკაკი წერეთელი, „ბაში-აჩუკი“
  • ძმები გრიმები, „ფიფქია და 7 ჯუჯა“
  • გიორგი ნახუცრიშვილი, „ნაცარქექია“
  • დოდო ხურცილავა, დიმიტრი ხვთისიაშვილი „ხუთკუნჭულა“
  • ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“
  • ძმები გრიმები, „პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“
  • ალექსანდრე სტაროტორჟსკი, ლარისა ტიტოვა „ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრები“
  • რევაზ მიშველაძე, „არ დამივიწყო“
  • თამაზ ბაძაღუა, „ღამე და თუთიყუში“
  • უილიამ შექსპირი, „აურზაური არაფრის გამო“
  • ნილ საიმონი, „მგზნებარე შეყვარებული“
  • მიუზიკლი, „ურჩხული და ლამაზმანი“
  • ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“
  • ელგუჯა მარღია, „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“
  • მიუზიკლი, „ალადინი“
  • ნილ საიმონი, „ბილოქსი ბლუზი“
  • მამუკა სალუქვაძე, „სიმარტოვე“
  • ხალხური, „რწყილი და ჭიანჭველა“ (გია მარღანიასთან ერთად)

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რევაზ თაბუკაშვილი, „რას იტყვის ხალხი“
  • ჯემალ მონიავა „ჯვარცმული ბედნიერება“ (რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი“ (1996), პრემია ნომინაციაში – პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო სპექტაკლისათვის)
  • ლაშა თაბუკაშვილი, „მაგრამ უფლება არ მოუცია“
  • მამუკა სალუქვაძე, „სიმარტოვე“
  • კიტა ბუაჩიძე, „ეზოში ავი ძაღლია“
  • ოთარ ბაღათურია, „ამიკო“ (2000 წელს ყოველწლიური პრემია – წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი)
  • ირაკლი სოლომანაშვილი, „იყო ერთი სოფელი“

ერთი მსახიობის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური სარდაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტავას თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლალი როსება, „სიყვარულის მზე“
  • კლოდ ფორტიუნო, „მართვის მოწმობა“
  • შადიმან შამანაძე, „ღია შუშაბანდი“
  • თამაზ ჭილაძე, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“
  • ლალი როსება, „პრემიერა“
  • შალვა დადიანი, „გუშინდელნი“
  • არტურ მილერი, „მძიმე განსაცდელი“
  • თამარ ბართაია, „კაფე ძველ გამზირზე“
  • ედუარდო დე ფილიპო, „მილიონერი ნეაპოლი“
  • ბრანისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება“

რუსთავის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამარ ბართაია, „მთავარი როლი“

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნოდარ დუმბაძე, „მე ვხედავ მზეს“

როლები თეატრში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილი იოსელიანი, 2002
  • გივი ბერიკაშვილი, 2008
  • ქეთევან ხარშილაძე-ასსერი 60, 2011
  • კახი კავსაძე (ხათუნა კიკვაძესთან ერთად), 2011
  • სოხუმის დრამატული თეატრის 125-ე სეზონი, 2011
  • ახმეტელის თეატრი 30 წლისაა, 2011
  • თენგიზ არჩვაძე, 2013
  • მოზარ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო ალბომი, 2018
  • თამარ სხირტლაძე, 2019
  • ნანი ჩიქვინიძე, 2019
  • პავლე ნოზაძე, 2019
  • ნუგზარ ყურაშვილი, 2019
  • თამარ მამულაშვილი, 2019
  • ნათელა მაჭავარიანი, 2019
  • ოლღა არველაძე, 2019
  • ნინო ლორთქიფანიძე, 2019
  • ნელი ჯავახიშვილი, 2020
  • მარიკა გოგიჩაიშვილი, 2020
  • იოსებ მოლოდინაშვილი, 2020
  • ნათელა პაატაშვილი, 2020
  • სერგო შვედკოვი, 2020

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996: წლის საუკეთესო სპექტაკლი "ოქროს ნიღაბზე" სპეტაკლისათვის „ჯვარცმული ბედნიერება“
  • 2000: წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის პრემია
  • 2018: ღირსების ორდენი
  • 2018: ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2018: ლილი იოსელიანის სახელობის პრემია
  • 2019: შალვა დადიანის სახელობის პრემია

დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლებში მსახიობებმა ნანა ბუკიამ („ჯვარცმული ბედნიერება“), პეტრე წულაიამ („ამიკო“), მამუკა მუმლაძემ, ოთარ კოვზირიძემ და თეკლა დათებაშვილმა („ღია შუშაბანდი“), ქეთი ხიტირმა („სეილემის პროცესი“ და „პრემიერა“), არჩილ სოლოღაშვილმა („სეილემის პროცესი“), ეკა ჩხეიძემ („ეუხენა ბალბოა“), მარიამ ჩუხრუკიძემ („პრემიერა“), ნიკა ნანიტაშვილმა („ბაში-აჩუკი“) ნიკოლოზ ფაიქრიძემ („ბილოქსი ბლუზი“), დავით ხახიძემ („აურზაური არაფრის გამო“) აიღეს წლის საუკეთესო მსახიობის პრემიები თეატრის მოღვაწეთა კავშირიდან და სტუდენტური ფესტივალებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]