ქართული ცურვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენრი კუპრაშვილი ცურავს ქართული ცურვის სტილით

ქართული ცურვა — ცურვის უნიკალური სტილი. კიდურების მოძრაობა ცურვის ამ სახეობაში საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით. მაშინ, როდესაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება „ცურვა“ მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი — თავი შეიმაგროს წყლის ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის უნიკალური სახეობანი: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“ და „ოკრიბულა“, (სპორტული სტილი), „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“ (სავარჯიშო საწრთვნელი ყაიდები) ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ.

1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ყაიდით ცურვას.(ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა. სახელმძღვანელო. მეორე გამოცემა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. 2005)

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ახირებადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ სინამდვილეში იგი მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების უფრო ღრმად გააზრებულ ფსიქოლოგიურ საფუძველს ემყარება. კერძოდ, ხელფეხშეკრული (როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი) ცურვა ორ მიზანს ისახავდა:

  • მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომა-რეობაში ყოფნა ინსტინქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს ხელფეხშეკრული დაძლევს (ადამიანის მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს), ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს.
  • ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თუ შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს.

აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის უნიკალური ქართული სახეობების აღორძინებას სპორტკომპლექს «ლაგუნა ვერეზე» ჩაუყარა საფუძველი (იხილე სურათები):

2009 წლის 27 ივნისს სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეში" გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “ ლაზურში” (თავისუფალ კოლხურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, გორიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან და აზერბაიჯანიდან. ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”.

შეჯიბრება ჩატარდა ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის , თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურისა და სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” ეგიდით. შედეგები:

50 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:

1. ანა ლომინაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 46.26; 2. ელენე შენგელია ( შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 53.2; 3. ანა მაყიშვილი (გორი) – 56.6.

50 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:

1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 39.55; 2. გიორგი წილოსანი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 45.63; 3. გიორგი ბიგანიშვილი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 50.00.

100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:

1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9; 2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0; 3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60.

100 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:

1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10; 2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20.46; 3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0.

400 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:

1. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 6.52.8; 2. დავით ბარდაველიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 7.38.2; 3. ცოტნე დევდარიანი (შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 7.57.0.

ისინი მზად არიან იმავე ხერხით გადაცურონ დარდანელის სრუტეც. ელიან სპონსორის გამოჩენას.

წარმოშობით გერმანელი დიმიტრი დიქი პირველი ქართველი მწრთვნელია, რომელმაც “ლაგუნა ვერეზე” პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენების წვრთნის პროცესში აქტიურად დანერგა ქართული ცურვის სახეობები. სწავლების პროცესში იყენებს ამ ყაიდებს “ლაგუა ვერეს” მთავარი მწვრთნელი მანანა ზამბახიძეც.

ქართული ცურვა სპეციფიკურია და ავითარების კუნთების იმ სისტემას, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს კლასიკური სპორტული ცურვის სახეობების სრულყოფაში. უდავოა, რომ ამ მეთოდით მომზადებული ქართველი მოცურავეები პერსპექტივაში წარმატებებს მიაღწევენ ცურვის კლასიკურ სახეობებშიც, თორემ საქართველოში დღეს სპორტული ცურვა ხომ სავალალოდ გამოიყურება.[7]

ქართული ცურვის ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"თავისუფალი კოლხური (ლაზური)"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თავისუფალი კოლხური.

"ხელფეხშეკრული კოლხური"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა. ცურვის პროცესი იგივეა, რაც თავისუფალი კოლხურის დროს, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ტანზე მიჭერილი ხელები იდაყვის ზემოთ და მაჯებთან, ფეხები კი მუხლებთან და კოჭებთან ფართო ღვედებით შეკრულია (შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომობილის მგზავრის უსაფრთხოების ქამრებისაგან დამზადებული ღვედები).

Swim8 .jpg

"აფხაზურა"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში გვერდულად გაწოლილი, თავი შეტრიალებულია მარჯვენა მხრისკენ, ისე რომ სუნთქვის გასაადვილებლად სახე წყლის ზემოთ იყოს მოქცეული. მოძრაობები სრულდება თევზის კუდის მსგავსად (დელფინის კუდისაგან განსხვავებით) შეტყუპებული ფეხებით და მენჯ-წელით.

Swim7 .jpg

"ოკრიბულა"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თახვის პოზაში, ოღონდ ხელებია წინ გამართული, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით. ამ მდგომარეობაში სრულდება თახვიას მოძრაობები.

"იბერიული"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანის მდგომარეობა - გაჭიმული ტანი თითქმის წყლის ზედაპირთანაა, გამართული ფეხები შეერთებულია ერთად, წინ გამართული ხელები, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით, თავი ჩაშვებულია წყალში ხელებ შუა, სახით ქვევით. ასეთი მდგომარეობა შეესაბამება სრიალის მომენტს და პირობითად შეიძლება ჩაითვალოს საწყის მდგომარეობად. ამ მდგომარეობაში სრულდება თავისუფალი კოლხურის მოძრაობები (სუნთქვა, მენჯისა და შეტყუპებული, გამართული ფეხების მოძრაობები).

P 18a.jpg P 18b .jpg P 18d .jpg P 18g .jpg

"თახვია"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში ზურგზეა გაწოლილი. მოძრაობები სრულდება ძირითადად შეტყუპებული ფეხებით ქანქარისებურად ზევით-ქვევით, თითქოს ტერფებით მკვეთრად უნდა ამოარტყა ბურთს ქვემოდან.

Swim7 4.jpg

"ხაშურული"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც თავისუფალი კოლხურის ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა ბრასის წესით

Swim7 2.jpg

"ქიზიყური"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც კროლით ისე თავისუფალი კოლხურით ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა კროლის წესით.

Swim7 3.jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]