თემურ კობახიძე
თემურ კობახიძე (დ. 2 მაისი, 1955, თბილისი — გ. 12 იანვარი, 2006) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1979–1980 წლებში მუშაობდა თბილისის №2 კლინიკურ საავადმყოფოში. 1980-1983 წლებში იყო საგარეჯოს რაი–საავადმყოფოში ექიმ–ქირურგი. 1983–1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის №3 კათედრის ორდინატორი. 1985–1998 წლებში თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი. 1985–1988 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პროფ. დახმარების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი. 1997–1998 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ცენტრის დირექტორი. 1998 წლის აპრილიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპლექსურ–საექსპერტო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის.
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მუცლის ღრუს მაგნეტიტის სუსპენზიით ინტროოპერაციული დამუშავცების გავლენა გავრცელებული პერიტონიტით დაავადებულ ავადმყოფთა ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.“
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 158