ხელფეხშეკრული კოლხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ხელფეხშეკრული კოლხური იგივე მხედრული კოლხური — ცურვის უნიკალური, სამხედრო-საწვრთნელი სტილი. კიდურების მოძრაობა ცურვის ამ სახეობაში საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით. ერთ-ერთი სტილი ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის კოლხურ–იბერიული კომპლექსიდან: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“, „ოკრიბულა“, „ხელფეხშეკრული კოლხური“; „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“.

1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად, სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ყაიდით ცურვას.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ახირებადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ სინამდვილეში იგი მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების უფრო ღრმად გააზრებულ ფსიქოლოგიურ საფუძველს ემყარება. კერძოდ, ხელფეხშეკრული (როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი) ცურვა ორ მიზანს ისახავდა:

  • მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომა-რეობაში ყოფნა ინსტინქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს ხელფეხშეკრული დაძლევს (ადამიანის მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს), ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს.
  • ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თუ შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს.

ხელფეხშეკრული კოლხურით ლაგუნა ვერეზე 2001 წლის 28 იანვარს, მსოფლიოსთვის ქართული ცურვის გაცნობის მიზნით, ჰენრი კუპრაშვილმა აუზში პლანეტაზე პირველმა, შეუსვენებლივ, გაცურა 2 კილომეტრი, ხოლო 2002 წელს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ამავე ხერხით გადაცურა დარდანელის სრუტე (12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში).

2004 წლის 7 ივნისს «ლაგუნა ვერზე» პირველად ჩატარდა შეჯიბრება «თავისუფალ კოლხურსა» და «ხელფეხშეკრულ კოლხურში». 2006 წლის 12 მაისს შეჯიბრებაზე უკვე 60 სპორტსმენი გამოვიდა (მათ შორის, რუსთავიდან 10).[1] "ლაგუნა ვერეს" აღზრდილებმა 2006 წლის 3 სექტემბერს მოაწყეს თბილისის ზღვის “ხელფეხშეკრული კოლხურით” მასობრივი გადაცურვა. კაცობრიობის ისტორიისათვის ამ უპრეცედენტო შეჯიბრებაში მონაწილეობა პირველი ადგილი დაიკავა 12 წლის ირაკლი შენგელიამ (3 500 მეტრიან დისტანციას მოანდომა 40 წუთი და 47 წამი, მეორე ადგილზე გავიდა 13 წლის ნასტია გრივაჩი (46.11), ხოლო მესამე ადგილი გაინაწილეს 11 წლის ნინო ბასილაიამ და ანი სიჭინავამ (57.54).[2] 2007 წლის 30 აგვისტოს გაიმართა თბილისის ზღვის “ხელფეხშეკრული კოლხურით” მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვა. პირველი ადგილი დაიკავა კვლავ 13 წლის ირაკლი შენგელიამ (37.53.00), რომელმაც გააუმჯობესა წინა შედეგი. მეორე ადგილზე გავიდა დათო ბარდაველიძე (51.17.00), მესამეზე – თემურ კობახიძე (53.03.00), მეოთხეზე – თიკა ბაკურაძე (57.23.00), მეხუთეზე – ანი სიჭინავა (57.58.00).[3][4] ისინი მზად არიან იმავე ხერხით გადაცურონ მსოფლიოს ნებისმიერი სრუტე.

ხელფეხშეკრული კოლხურით ცურვის პროცესი იგივეა, რაც თავისუფალი კოლხურის დროს, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ტანზე მიჭერილი ხელები იდაყვის ზემოთ და მაჯებთან, ფეხები კი მუხლებთან და კოჭებთან ფართო ღვედებით არის შეკრულია.

Swim8 .jpg

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.newsgeorgia.ru/geo1/20060512/41707677.html[მკვდარი ბმული]
  2. http://www.newsgeorgia.ru/geo1/20060828/41799897.html[მკვდარი ბმული]
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-29. ციტირების თარიღი: 2010-05-23.