მარგარიტა ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა ლოთარინგიელი
Marguerite de Lorraine
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 2-3 იანვარი, 1632
მმართ. დასასრული: 2 თებერვალი, 1660
წინამორბედი: მარი დე ბურბონი
მემკვიდრე: ჰენრიეტა ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, 1615
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 13 აპრილი, 1672, (56 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
(ქ. 1632 - გარდ. 1660)
შვილები: 1. მარგარიტა, ტოსკანის ჰერცოგინია
2. ელიზაბეტი, გიზის ჰერცოგინია
3. ფრანსუაზი, სავოიის ჰერცოგინია
4. ჟანი, ვალუას ჰერცოგი
5. მარი, შარტრის მადმუაზელი
მამა: ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: კრისტინა დე სალმი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარგარიტა ლოთარინგიელი (ფრანგ. Marguerite de Lorraine; დ. 22 ივლისი, 1615, ნანსი, ლოთარინგია – გ. 13 აპრილი, 1672, პარიზი, საფრანგეთი) — ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი ცოლის, კრისტინა სალმის ნაბოლარა ქალიშვილი. ორლეანის ჰერცოგინია 1632-1660 წლებში როგორც საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უმცროსი ძმის, გასტონ დე ბურბონის მეორე მეუღლე და მისი ხუთი შვილის დედა. თავდაპირველად მათ მალულად იქორწინეს, რის გამოც მათი პირველი ქორწინება მეფემ და პაპმა გააუქმეს, 1643 წელს კი მომაკვდავმა ლუიმ მათ ქორწილის ნება დართოთ და მეორედ იქორწინეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა 1615 წლის 22 ივლისს ლოთარინგიის დედაქალაქ ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია კრისტინა სალმის ნაბოლარა ქალიშვილი. მისი ორი უფროსი ძმა, შარლი და ნიკოლასი მომავალში ლოთარინგიის ჰერცოგები გახდნენ. 1627 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილმა მარგარიტამ ეკლესიას მიმართა, სადაც იგი გადასახლდა თავის მამიდასთან, რემირემონტის აბატ კატრინ ლოთარინგიელთან.

ორლეანის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ლუი XIII-სა და კარდინალ რიშელიეს მმართველობას ლუის უმცროსი ძმა, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი კვლავ უშედეგოდ აუჯანყდა, იგი იძულებული გახდა თავი საფრანგეთის მოსისხლე მტრისთვის, ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ IV-თვის შეეფარებინა თავი, რა დროსაც გაიცნო და შეუყვარდა შარლის უმროსი და — მარგარიტა. 1632 წლის 2 ან 3 იანვარს გასტონი და მარგარიტა შარლის ნებართვით, თუმცა პაპისა და საფრანგეთის მეფისაგან უნებართვოდ დაქორწინდნენ, რის გამოც გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს ქორწინება საიდუმლოდ ინახებოდა.

ამავე წელს მათი ქორწინების შესახებ ჰერცოგმა დე მორმორანსმა შეიტყო, რომელიც მეფის უერთგულესი მსახური იყო. ცხადია მორმორანსმა ეს ამბავი მაშინვე შეატყობინა ლუის, რომელიც ძმის ასეთი საქციელის გამო საშინლად განრისხდა. გასტონი აქამდე უკვე იყო დაქორწინებული და პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილიც ჰყავდა, რაც ამტკიცებდა, რომ მას მემკვიდრის დატოვება შეეძლო, რასაც ვერ ვიტყვით ლუიზე, რომელსაც არც ცოლთან და არც საყვარლებთან ჯერჯერობით შვილები არ ჰყავდა. ამიტომაც შეიქმნა საფრთხე, რომ გასტონს მეორე ცოლთან კანონიერი ვაჟი ეყოლებოდა, რაც ცხადია ლუის მომხრეთა დიდ ნაწილს გასტონისკენ გადახრიდა. 1634 წელს ლუიმ იურიდიული თვალსაზრისით ეს ქორწინება ბათილად სცნო, ამას მოჰყვა 1635 წელს ფრანგი კათოლიკური სამღვდელოების მიერ მათი ქორწინების უკანონოდ სცნობა. ამის შემდეგ გასტონს მარგარიტასთან შვილები რომც ჰყოლოდა, უკანონოდ ჩაითვლებოდა და ტახტზე არ დასვამდნენ, რის გამოც მათ ამ ეტაპზე ბავშვის გაჩენისგან თავი შეიკავეს და ქორწინების ნებართვა რომის პაპს სთხოვეს. ლუიმ პაპთან შიკრიკი მანამდე გააგზავნა და მათი არ დაქორწინება სთხოვა, რაზეც პაპი ოქროს სანაცვლოდ დასთანხმდა. საბოლოოდ მხოლოდ 1643 წელს, როცა ლუი სასიკვდილო სარეცელზე იყო და დედოფალთან უკვე ჰყავდა ორი ვაჟი, მარგარიტას და გასტონს ქორწინების ნება დართოთ. 1643 წლის ივლისში მარგარიტასა და გასტონს პარიზის არქიეპისკოპოსმა ჯვარი დასწერათ, რის შემდეგაც მარგარიტა უკვე ოფიციალურად გახდა ორლეანის ჰერცოგინია და ამასთან სამეფო ოჯახის სრულ უფლებიანი წევრიც.

მარგარიტა უკვე სამეფო ოჯახის ღირსეული წევრი, ორლეანის ჰერცოგინია და მადამი იყო. მას შემდეგ რაც 1642 წელს გასტონის დედა, დედოფალი მარია მედიჩი გარდაიცვალა, მან გასტონს ლუქსემბურგის სასახლე დაუტოვა, რომელიც მალევე მარგარიტასა და გასტონის რეზიდენციად იქცა და ორლეანის სასახლედ გადაკეთდა. მალევე მათ ასევე მიიღეს ბლუას სასახლეც, რომელშიც 1645 წელს მარგარიტამ თავისი პირველი შვილი გააჩინა. იგი სამეფო კარზე ძალიან იშვიათად, მხოლოდ სამეფო ოჯახის შეკრებებსა და დღესასწაულებზე ჩნდებოდა. მას არ ჰქონია არანაირი ძალაუფლება და ცხადია არც პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა.

ქვრივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას მეუღლე სიცოცხლის ბოლომდე მეამბოხედ დარჩა. იგი მეფის წინააღმდეგ ფრონდას სახელით ცნობილ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა რომელიც როგორც ყოველთვის ჩაიშალა. ლუი XIV-მ გასტონიც და მისი ქალიშვილი, მონტესპიერის ჰერცოგინია ანა მარი ლუიზა ორლეანელიც გადაასახლათ, სადაც 1660 წელს დაიღუპა გასტონი. ამის შემდეგ, ვინაიდან გასტონს ვაჟები არ ჰყავდა, ლუიმ ორლეანის ჰერცოგობა თავის უმცროს ძმას, ფილიპ I-ს უბოძა, მარგარიტა კი ქვრივი ჰერცოგინიის წოდებას ატარებდა და ორლეანის სასახლეში განაგრძობდა ცხოვრებას, სადაც 56 წლის ასაკში, 1672 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა მეუღლე ტიტულები
მარგარიტა ლუიზა 28 ივლისი, 1645,

ბლუა, საფრანგეთი,

17 სექტემბერი, 1721,

პარიზი, საფრანგეთი,

(76 წლის)

კოზიმო III,

ტოსკანის დიდი

ჰერცოგი

ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
ელიზაბეტ მარგარიტა 26 დეკემბერი, 1646,

პარიზი, საფრანგეთი

17 მარტი, 1696,

პარიზი, საფრანგეთი,

(49 წლის)

ლუი ჟოზეფ I,

გიზის ჰერცოგი

გიზის, ჟოიოსის, ანჟულემისა და ალანსონის

ჰერცოგინია

ფრანსუაზ მადლენი 13 ოქტომბერი, 1648,

პარიზი, საფრანგეთი

14 იანვარი, 1664,

ტურინი, სავოია,

(15 წლის)

კარლო ემანუელე II,

სავოიის ჰერცოგი

სავოიისა და ვალუას ჰერცოგინია
ჟან გასტონი 17 აგვისტო, 1650,

პარიზი, საფრანგეთი

10 აგვისტო, 1652,

პარიზი საფრანგეთი

(1 წლის)

არ ჰყოლია ვალუას ჰერცოგი
მარი ანა 9 ნოემბერი, 1652,

პარიზი, საფრანგეთი

17 აგვისტო, 1656,

ბლუა, საფრანგეთი,

(3 წლის)

არ ჰყოლია მადმუაზელ დე შარტრი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Velde, François. Heraldica.org. Morganatic and Secret Marriages in the French Royal Family. Royal Consent: the case of Gaston d'Orléans. Retrieved 27 February 2010.
  • Kleinman, Ruth: Anne of Austria. Queen of France.ISBN 0-8142-0429-5. Ohio State University Press (1985) page 177.