შარლ დე ვალუა (1459-1496)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ დე ვალუა
დაბადების თარიღი 1459
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი, 1496, (36-37 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ანგულემის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუიზა სავოიელი
შვილ(ებ)ი მარგარიტა, ნავარის დედოფალი
ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე
მშობლები მამა: ჟანი, ანგულემის გრაფი
დედა: მარგარიტა დე როანი

შარლ დე ვალუა (ფრანგ. Charles de Valois; დ. 1459 — გ. 1 იანვარი, 1496) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანგულემის გრაფ ჟან ორლეანელისა და გრაფინია მარგარიტა დე როანის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და ნავარის დედოფალ მარგარიტას მამა. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის შვილიშვილი, რითაც იგი საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის შვილთაშვილად ერგებოდა. სწორედ ამის გამო შესძლო მისმა ვაჟმა, 1515 წელს საფრანგეთში გამეფება.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1488 წლის 16 თებერვალს, შარლი დაქორწინდა სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ისა და მარგარიტა დე ბურბონის ასულზე, 11 წლის ლუიზა სავოიელზე, რომელთანაც სულ ორი შვილი შეეძინა:

  1. მარგარიტა (დ. 11 აპრილი, 1492 — გ. 21 დეკემბერი, 1549), პირველად ცოლად გაჰყვა ალანსონის ჰერცოგ შარლ IV-ს, დაქვრივების შემდეგ კი იქორწინა ნავარის მეფე ანრი II-ზე, რომელთანაც შეეძინა ნავარის დედოფალი ჟანა III, რომლის ვაჟიც იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV;
  2. ფრანსუა I (დ. 12 სექტემბერი, 1494 — გ. 31 მარტი, 1547), საფრანგეთის მეფე, პირველად ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის ასული კლაუდია ვალუა, რომელთანაც შეეძინა ბრეტანის ჰერცოგი ფრანსუა III, საფრანგეთის მეფე ანრი II, შოტლანდიის დედოფალი მადლენი, ორლეანის ჰერცოგი შარლ II და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა, თუმცა დაქვრივების შემდეგ მან მეორედ იქორწინა პორტუგალიის მეფის ქვრივ ელეონორ ავსტრიელზე, მაგრამ მასთან შვილები არ ჰყოლია;

შარლს ასევე ჰყავდა საყვარელი, ანტუანეტა დე პოლინიაკის სახით, რომელიც მისი ცოლის ფრეილინა იყო. მას ანტუანეტასთან ორი ქალიშვილი ჰყავდა:

  1. ჟანა (1490-1538), პირველად ცოლად გაჰყვა მალიკორნის სენიორ ჟან დ'ობინეს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა პანის ბარონ ჟან დე ლონივის, რომელთანაც შეეძინა სამი ქალიშვილი, რომელთაგან ნაბოლარა, ჟაკლინი, ცოლად გაჰყვა მონტესპიერის ჰერცოგ ლუი III ბურბონს;
  2. მადლენი (?-1543), ფონტერვულის აბატი;

მას ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი ჟანა დე ლა კონტთან:

  1. სუვერინი (?-1551), ცოლად გაჰყვა შილის ბარონ მიშელ III დე გილარდს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იქორწინა საფრანგეთის ელჩ ლუი დე პერზე, რომელიც ასევე კასტილონის სენიორი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jonathan A. Reid, King's Sister - Queen of Dissent: Marguerite of Navarre (1492-1549) and her Evangelical Network, Vol. 1, ed. Andrew Colin Gow, (Brill, 2009), 56-57.