ჟანა დე ბურბონი (1465-1511)
ჟანა დე ბურბონი | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 12 აპრილი, 1487 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1488 |
წინამორბედი: | ჟანა ვალუა |
მემკვიდრე: | ანა ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1465 |
გარდ. თარიღი: | 22 იანვარი, 1511, (45-46 წლის) |
მეუღლე: |
ჟან II, ბურბონის ჰერცოგი ჟან III, ოვერნის გრაფი ფრანსუა, გარდეს ბარონი |
შვილები: |
ანა, ოვერნის გრაფინია მადლენი, ურბინოს ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ჟან VIII, ვენდომის გრაფი |
დედა: | იზაბელ დე ბუვო |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟანა დე ბურბონი (ფრანგ. Jeanne de Bourbon; დ. 1465 — გ. 22 იანვარი, 1511) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ ჟან VIII-ის ასული. ბურბონის ჰერცოგინია როგორც ჟან II-ის, ხოლო ოვერნის გრაფინია როგორც ჟან III-ის მეუღლე. ურბინოს, ბოლონიისა და ფლორენციის ჰერცოგინია მადლენ ოვერნელის დედა და საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის ბებია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანა დაიბადა 1465 წელს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ჟან VIII-ისა და იზაბელ დე ბუვოს ქალიშვილი. წარმოშობით, იგი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის შთამომავალი იყო.
1487 წელს ჟანა დააქორწინეს თავისსავე, ორჯერ დაქვრივებულ ბიძაშვილზე, ბურბონის ჰერცოგ ჟან II-ზე. ამ დროს ამ დროს სიძე 61 წლის, ხოლო პატარძალი 22 წლის იყო. ჟანს მართალია აქამდე ორი ცოლი ჰყავდა, თუმცა ორივე მათგანი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც იქორწინა მან ჟანაზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა:
- ლუი (1488), კლერმონის გრაფი, გარდაიცვალა ჩვილი.
ბავშვის დაბადებიდან მალევე ჟანიც გარდაიცვალა, რომელსაც მათი ჩვილი ვაჟიც მიჰყვა.
დაქვრივების შემდეგ, ჟანა განიხილებოდა საფრანგეთის ახალგაზრდა მეფე შარლ VIII-ის საცოლედ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად და ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცაღა საბოლოოდ შარლმა ცოლად ანა ბრეტონელი შეირთო და ჟანას დედოფლობის იმედი სამუდამოდ გადაეწურა.
1495 წლის 11 იანვარს იგი დაქორწინდა ოვერნის გრაფ ჟან III-ზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა:
- ანა (1496-1524), ოვერნის გრაფინია, ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის შვილიშვილს, ალბანის ჰერცოგ ჯონ სტიუარტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- მადლენი (1498-1519), ცოლად გაჰყვა ფლორენციის, ურბინოსა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II მედიჩის, იგი პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც გააჩინა საფრანგეთის მომავალი, ლეგენდარული დედოფალი ეკატერინე მედიჩი.
ჟან III 1501 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც, მეორედ დაქვრივებულმა ჟანამ მესამედ ქორწინება გადაწყვიტა. 1503 წლის 27 მარტს იგი ცოლად გაჰყვა გარდის ბარონ ფრანსუა დე ლა პუზეს, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.
ჟანა გარდაიცვალა 1511 წლის 22 იანვარს, 45-46 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bingham, Denis (1890). The Marriages of the Bourbons. New York: Scribner and Welford. ASIN B000V1RCR2.