უტრეხტის პროვინცია
| პროვინცია | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
უტრეხტის პროვინცია Utrecht | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | უტრეხტი | ||||
| შიდა დაყოფა | ამერსფორტი, Baarn, De Bilt, Bunnik, Bunschoten, Eemnes, ჰოუტენი, Leusden, Lopik, Montfoort, Nieuwegein, Oudewater, Renswoude, Rhenen, De Ronde Venen, Soest, Stichtse Vecht, უტრეხტი, Utrechtse Heuvelrug, Veenendaal, Wijk bij Duurstede, Woerden, Woudenberg, IJsselstein, ზეისტი, Vijfheerenlanden, Vianen, Abcoude, ბროიკელენი, Loenen, Maarssen, Maarn, Amerongen, Leersum, Driebergen-Rijsenburg, Doorn, Maartensdijk, Vleuten-De Meern და Harmelen | ||||
| კოორდინატები | 52°06′12″ ჩ. გ. 5°10′45″ ა. გ. / 52.10333° ჩ. გ. 5.17917° ა. გ. | ||||
| მმართველი | Hans Oosters | ||||
| ფართობი | 1,386 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 1,180,039 კაცი (2006) | ||||
| სიმჭიდროვე | 850 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
| საავტომობილო კოდი | L | ||||
| ოფიციალური საიტი | [[http://www.provincie-utrecht.nl www.provincie-utrecht.nl] [http://www.provincie-utrecht.nl www.provincie-utrecht.nl]] | ||||
|
| |||||
უტრეხტის პროვინცია (ნიდერლ. Utrecht) — პროვინცია ცენტრალურ ნიდერლანდებში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემერის ტბა, აღმოსავლეთით გელდერლანდი, სამხრეთით მდინარე რაინის ხეობა, დასავლეთით სამხრეთი ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთი ჰოლანდია. დედაქალაქი უტრეხტი.
ტერიტორიას კვეთს მდინარეები ნიდერ-რაინი, ლეკი, ვეხტი და ემი. აღმოსავლეთით შედარებით შემაღლებულ ქვიშიან ნიადაგებზე ამრავლებენ ღორსა და შინაურ ფრინველს. ამერსფორტისა და უტრეხტის სიახლოვეს განვითარებულია მებაღეობა. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის პოლდერები და ტბები, სადაც მნიშვნელოვანია მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით გვხვდება მდინარეული წარმოშობის თიხოვანი მიწები, რომელიც ხილის მოსაყვანად არის ათვისებული. მთავარი ქალაქებია უტრეხტი და ამერსფორტი. პროვინციის მთავარი ქალაქი უტრეხტი — არის დიდი სავაჭრო-სატრანსპოტო ცენტრი. მეტალურგიული, მანქანათსამშენებლო, ქიმიური, საფეიქრო, სამკერვალო მრეწველობა. საერთაშორისო ბაზრობების ჩატარების ადგილი.
არქიტექტურული ძელგებიდან აღსანიშნავია: სინტ-პიტერსკერკის ეკლესია და სხვ. არის უტრეხტის უნივერსიტეტი; უტრეხტში დაიდო ხელშეკრულება უტრეხტის ზავი და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი — უტრეხტის უნია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||