გელდერლანდი (ნიდერლ.Gelderland) — პროვინცია ნიდერლანდში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ნიდერლანდების ყველაზე დიდ პროვინციას. დედაქალაქია არნემი.
ისტორიულად, პროვინცია (ტერიტორია) საღვთო რომის იმპერიის პერიოდით თარიღდება, სახელი კი გერმანიის ახლომდებარე ქალაქ გელდერნიდან მიიღო.
თანამედროვე პროვინცია მოიცავს ისტორიული გელდერის საჰერცოგოს ტერიტორიის დაახლოებით სამ მეოთხედს. 1543 წელს, გელდერლანდი ერთ-ერთი გახდა ჰაბსბურგების ნიდერლანდების 17 პროვინციიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს პროვინცია მნიშვნელოვნად დაიბომბა.