ზელანდია იყო დავის საგანი ფლანდრიისა და ჰოლანდიის გრაფებს შორის; უკანასკნელმა 1323 წელს მოახერხდა და შემოიერთა ტერიტორია. უილიამ III-ის (1672–1702) დროს იგი პროვინციებად გაერთიანდა. პროვინციის სანაპირო ზოლი მუდამ იცვლებოდა. კუნძულები ზრდას ალუვიური მოქმედების ხარჯზე განიცდიდნენ, ზოგჯერ იტბორებოდნენ. განსაკუთრებით ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა 1953 წლის 1 თებერვალს, რის შედეგადაც დაიღუპა 1800 ადამიანი. შედეგად დაიწყეს მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემის — დელტაპროექტის განხორცილება, რათა თავითად აეცილებინათ ტრაგედიის განმეორებითი შემთხვევები. ამასთანავე მოხდა კუნძულების დაკავშირება მატერიკთან. სოფლის მეურნეობა ამჟამად მაღალ დონეზეა მექანიზირებული და მეტად ეფექტურია. ნიადაგების დიდი ნაწილი სახნავად ვარგისიანია. მოჰყავთ კარტოფილი, შაქრის ჭარხალი და სხვ. განვითარებულია მებაღეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მსხვილი რქოსანი საქონლის მომრავლება. ზელანდია ცნობილია ხამანწკებისა და კრევეტების ტრადიციული კულტურით.