უტრეხტის ზავი
უტრეხტის ზავი — საერთო სახელწოდება ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულებისა, რომლებითაც დასრულდა დამთავრდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1714 წწ.), ზავი დაიდო 1713 წლის 11 აპრილს უტრეხტში და მას ხელი მოაწერეს ერთი მხრივ საფრანგეთსაა და ყველა მის მოწინააღმდეგეს (ინგლისს, ესპანეთსა და სხვა, საღვთო რომის იმპერიის გამოკლებით) შორის; 1713 წლის 13 ივლისს - ესპანეთსა და ინგლისს, ესპანეთსა და სავოიას შორის მოგვიანებით, 1714 წ. 26 ივლისს ესპანეთსა და ჰოლანდიის რესპუბლიკასა და 1715 წ. 6 თებერვალს ესპანეთსა და პორტუგალიას შორის).
უტრეხტის ზავმა დაადასტურა ესპანეთის იმპერიის ნაწილობრივი დაყოფა და დიდი ხნით უზრუნველყო ინგლისის საზღვაო და კოლონიური უპირატესობა. ინგლისმა ესპანეთისაგან მიიღო გიბრალტარი, მაონი (მენორკის კუნძულზე), ასიენტოს უფლება და საფრანგეთის მთელი რიგი სამფლობელოები ჩრდილოეთ ამერიკაში. ესპანეთის სამეფო ტახტზე აღიარეს ბურბონთა უფლება. 1714 წლის მარტში უტრეხტის ზავის დამატების სახით დაიდო რაშტატის ზავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 189.