ემი
იერსახე
| ემი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 18 კმ |
ემი (ნიდერლ. Eem) — მდინარე ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში. სიგრძე 18 კმ. სათავეს იღებს ამერსფორტთან, ზღვის დონიდან 2 მ სიმაღლეზე. გაედინება დაბლობ ტერიტორიაზე. ერთვის ემერის ტბას. ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ქალაქი ამერსფორტი.