შინაარსზე გადასვლა

ბროიკელენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბროიკელენი
ნიდერლ. Breukelen
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
კოორდინატები 52°10′23″ ჩ. გ. 4°59′56″ ა. გ. / 52.17306° ჩ. გ. 4.99889° ა. გ. / 52.17306; 4.99889
ფართობი 48.65 კმ²
მოსახლეობა 14 736 (2010)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.breukelen.nl
ბროიკელენი — ნიდერლანდები
ბროიკელენი

ბროიკელენი (ნიდერლ. Breukelen) — მუნიციპალიტეტი და ქალაქი ნიდერლანდში, უტრეხტის პროვინციაში. იგი მდებარეობს ქალაქ უტრეხტის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ვეხტზე. ბროიკელენი ახლოსაა ტბებითა და ბუნებრივი სილამაზით ცნობილ ტერიტორია ლოოსდრეხტსე პლასენთან.

ბროიკელენის ისტორია მე-17 საუკუნეში იწყება, როდესაც რამდენიმე ამსტერდამელმა ვაჭარმა სასახლეები აიშენეს დღევანდელი ბროიკელენის მახლობლად მდინარის სანაპიროზე.

ბროიკელენში მდებარეობს ნაინროდის ბიზნესის უნივერსიტეტი. ნიუ-იორკის ბოროს — ბრუკლინს სახელი ქალაქ ბროიკელენის მიხედვით ეწოდა.

ბროიკელენის მუნიციპალიტეტი მოიცავს სოფლებს: ბროიკელენი, კოკენხენი და ნიუერ ტერა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]