შინაარსზე გადასვლა

ვინუს უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უინს უილიამსი)
ვინუს უილიამსი

უილიამსი 2012 წელს
სრული სახელი ვინუს ებონი სტარ უილიამსი
მშობლიური სახელი Venus Ebony Starr Williams
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი პალმ ბიჩ გარდენსი, ფლორიდა, აშშ
დაიბადა 17 ივნისი, 1980 (1980-06-17) (44 წლის)
ლინვუდი, კალიფორნია, აშშ
სიმაღლე 185 სმ.
პროფესიონალი 1994
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი რიჩარდ უილიამსი
ორასინ პრაისი
დევიდ უიტი
ფულადი პრიზი 39,957,258 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი venuswilliams.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 777–224 (77.62%)
ტიტულები კარიერაში 49
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (25 თებერვალი, 2002)
მიმდინარე რეიტინგი მე-8 (29 იანვარი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2003, 2017)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2002)
უიმბლდონი გამარჯვება (2000, 2001, 2005, 2007, 2008)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2000, 2001)
სხვა ტურნირები
დიდი სლემის თასი გამარჯვება (1998)
ტურის ფინალი გამარჯვება (2008)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2000)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 174–30 (85.29%)
ტიტულები კარიერაში 22
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (7 ივნისი, 2010)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2001, 2003, 2009, 2010)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1999, 2010)
უიმბლდონი გამარჯვება (2000, 2002, 2008, 2009, 2012, 2016)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1999, 2009)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2009)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2000, 2008, 2012)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 28–7 (80%)
ტიტულები კარიერაში 2
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1998)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1998)
უიმბლდონი ფინალი (2006)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1998)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2016)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (1999)
ჰოპმანის თასი ჯგუფური ეტაპი (2013)
ბოლოს განახლდა: 3 მარტი, 2018.

ვინუს ებონი სტარ უილიამსი (ინგლ. Venus Ebony Starr Williams; დ. 17 ივნისი, 1980, ლინვუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულის – სერენა უილიამსის უფროსი და.

უილიამსს ერთეულებში 7 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 5 უიმბლდონი და 2 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე ერთი წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ჯამში ამერიკელს WTA-ის 49 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 11 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს. მას კაცთა თუ ქალთა ჩოგბურთში ყველაზე მეტ – 80 ერთეულთა დიდი სლემის ტურნირზე აქვს ნათამაშები.

წყვილებში ვინუსს სერენასთან ერთად 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 6 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 2 აშშ-ის ღია პირველობა. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს.

უილიამსს ასევე 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს შერეულ წყვილებში მოგებული – 1 ავსტრალიის ღია პირველობა და 1 საფრანგეთის ღია პირველობა ამერიკელ ჯასტინ გიმელსტობთან ერთად. ოლიმპიურ თამაშებზე, უილიამსმა ერთეულებში 1 ოქროს მედალი, წყვილებში 3 ოქროს მედალი და შერეულ წყვილებში 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრიტანელ კეტლინ მაკ-კეინ გოდფრისთან ერთად, მას ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი აქვს ჩოგბურთში მოგებული. უილიამსი ერთადერთი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელსაც 4 სხვადასხვა ოლიმპიადაზე აქვს ოლიმპიური მედლები მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ მოიგო ფედერაციის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1997 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი შვეიცარიის დროშა მარტინა ჰინგისი 0–6, 4–6
გამარჯვება 2000 უიმბლდონი (1) ბალახი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 6–3, 7–6(7–3)
გამარჯვება 2000 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 6–4, 7–5
გამარჯვება 2001 უიმბლდონი (2) ბალახი ბელგიის დროშა ჟუსტინ ენენი 6–1, 3–6, 6–0
გამარჯვება 2001 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 6–2, 6–4
მარცხი 2002 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 5–7, 3–6
მარცხი 2002 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 6–7(4–7), 3–6
მარცხი 2002 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 4–6, 3–6
მარცხი 2003 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 6–7(4–7), 6–3, 4–6
მარცხი 2003 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 6–4, 4–6, 2–6
გამარჯვება 2005 უიმბლდონი (3) ბალახი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 4–6, 7–6(7–4), 9–7
გამარჯვება 2007 უიმბლდონი (4) ბალახი საფრანგეთის დროშა მარიონ ბარტოლი 6–4, 6–1
გამარჯვება 2008 უიმბლდონი (5) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 7–5, 6–4
მარცხი 2009 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 6–7(3–7), 2–6
მარცხი 2017 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 4–6, 4–6
მარცხი 2017 უიმბლდონი ბალახი ესპანეთის დროშა გარბინიე მუგურუსა 5–7, 0–6
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1999 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი შვეიცარიის დროშა მარტინა ჰინგისი
რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა
6–3, 6–7(2–7), 8–6
გამარჯვება 1999 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი აშშ-ის დროშა ჩანდა რუბინი
საფრანგეთის დროშა სანდრინ ტესტიუ
4–6, 6–1, 6–4
გამარჯვება 2000 უიმბლდონი (1) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი საფრანგეთის დროშა ჟიული ალარ დეკიუჟი
იაპონიის დროშა აი სუგიამა
6–3, 6–2
გამარჯვება 2001 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
აშშ-ის დროშა კორინა მორარიუ
6–2, 2–6, 6–4
გამარჯვება 2002 უიმბლდონი (2) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ესპანეთის დროშა ვირხინია რუანო პასკუალი
არგენტინის დროშა პაოლა სუარესი
6–2, 7–5
გამარჯვება 2003 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ესპანეთის დროშა ვირხინია რუანო პასკუალი
არგენტინის დროშა პაოლა სუარესი
4–6, 6–4, 6–3
გამარჯვება 2008 უიმბლდონი (3) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი აშშ-ის დროშა ლიზა რეიმონდი
ავსტრალიის დროშა სამანტა სტოსური
6–2, 6–2
გამარჯვება 2009 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი სლოვაკეთის დროშა დანიელა ჰანტუხოვა
იაპონიის დროშა აი სუგიამა
6–3, 6–3
გამარჯვება 2009 უიმბლდონი (4) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ავსტრალიის დროშა სამანტა სტოსური
ავსტრალიის დროშა რენე სტაბსი
7–6(7–4), 6–4
გამარჯვება 2009 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ზიმბაბვეს დროშა კარა ბლეკი
აშშ-ის დროშა ლიზელ ჰუბერი
6–2, 6–2
გამარჯვება 2010 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ზიმბაბვეს დროშა კარა ბლეკი
აშშ-ის დროშა ლიზელ ჰუბერი
6–4, 6–3
გამარჯვება 2010 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ჩეხეთის დროშა კვეტა პეშკე
სლოვენიის დროშა კატარინა სრებოტნიკი
6–2, 6–3
გამარჯვება 2012 უიმბლდონი (5) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ჩეხეთის დროშა ანდრეა ჰლავაჩკოვა
ჩეხეთის დროშა ლუცია გრადეცკაია
7–5, 6–4
გამარჯვება 2016 უიმბლდონი (6) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი უნგრეთის დროშა ტიმეა ბაბოში
ყაზახეთის დროშა იაროსლავა შვედოვა
6–3, 6–4

შერეული წყვილები: 3 (2–1)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1998 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ჯასტინ გიმელსტობი ჩეხოსლოვაკიის დროშა ჰელენა სუკოვა
ჩეხოსლოვაკიის დროშა ცირილ სუკი
6–2, 6–1
გამარჯვება 1998 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა აშშ-ის დროშა ჯასტინ გიმელსტობი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი
არგენტინის დროშა ლუის ლობო
6–4, 6–4
მარცხი 2006 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა ბობ ბრაიანი რუსეთის დროშა ვერა ზვონარიოვა
ისრაელის დროშა ენდი რამი
3–6, 2–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 3 (1–2)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2008 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა (1) ჰარდი რუსეთის დროშა ვერა ზვონარიოვა 6–7(5–7), 6–0, 6–2
მარცხი 2009 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 2–6, 6–7(4–7)
მარცხი 2017 WTA-ის ფინალი, სინგაპური ჰარდი (დ) დანიის დროშა კაროლინა ვოზნიაცკი 4–6, 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2000 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000 (1) ჰარდი რუსეთის დროშა ელენა დემენტიევა 6–2, 6–4
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2000 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000 (1) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ნიდერლანდების დროშა კრისტი ბოგერტი
ნიდერლანდების დროშა მირიამ ორემანსი
6–1, 6–1
გამარჯვება (ოქრო) 2008 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 (2) ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ესპანეთის დროშა ანაბელ მედინა გარიგესი
ესპანეთის დროშა ვირხინია რუანო პასკუალი
6–2, 6–0
გამარჯვება (ოქრო) 2012 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (3) ბალახი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი ჩეხეთის დროშა ანდრეა ჰლავაჩკოვა
ჩეხეთის დროშა ლუცია გრადეცკაია
6–4, 6–4

შერეული წყვილები: 1 (0–1)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი (ვერცხლი) 2016 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 ჰარდი აშშ-ის დროშა რაჯივ რამი აშშ-ის დროშა ბეთანი მატეკ სანდსი
აშშ-ის დროშა ჯეკ სოკი
7–6(7–3), 1–6, [7–10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)