გარბინიე მუგურუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარბინიე მუგურუსა
Garbiñe Muguruza (15307149518).jpg
სრული სახელი გარბინიე მუგურუსა ბლანკო
ქვეყანა (სპორტი) ესპანეთის დროშა ესპანეთი
საცხოვრებელი ადგილი ჟენევა, შვეიცარია
დაიბადა 8 ოქტომბერი, 1993 (1993-10-08) (24 წლის)
კარაკასი, ვენესუელა
სიმაღლე 182
პროფესიონალი 2011
თამაში მარჯვენა ხელით (ბეკჰენდი ორივე ხელით)
ფულადი პრიზი USD 11,128,219
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 293–149 (66.29%)
ტიტულები კარიერაში 12
უმაღლესი რეიტინგი 2 (6 ივნისი, 2016)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1/4 (2017)
საფრანგეთის ღია პირველობა (2016)
უიმბლდონი (2017)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2015), 2016)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი 1/2 (2015)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2015)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 72–43 (62.61%)
ტიტულები კარიერაში 6
უმაღლესი რეიტინგი 10 (23 თებერვალი, 2015)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (2014, 2015
საფრანგეთის ღია პირველობა 1/2 (2014
უიმბლდონი 3რ (2014
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (2014

გარბინიე მუგურუსა ბლანკო (ინგლ. Garbiñe Muguruza Blanco; დ. 8 ოქტომბერი, 1993) — პროფესიონალი ესპანელი ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 2-გზის გამარჯვებული და ამჟამად N1 ჩოგბურთელი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარბინიე მუგურუსა ბლანკო დაიბადა კარაკასში, ვენესუელაში. 6 წლამდე იგი სწორედ რომ ვენესუელაში ცხოვრობდა, შემდგომ კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჰყავს ორი ძმა. გარბინიე ჩოგბურთით 3 წლიდან არის გატაცებული, მისი საყვარელი საფარი კი ჰარდია.

სპორტული კარიერა (პირველი ნაბიჯები დიდ ჩოგბურთში)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს გარბინიემ პირველად მოიგო ტიტული ITF ტურნირებში, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. 2010-ში მან კიდე ერთი ტიტული მოიგო, ხოლო 2011-ში კი უკვე 3 ტიტული ITF ტურნირში. 2012-ის მარტში კიდე ერტი ტიტული მოიგო ფლორიდაში და სპეციალური მიწვევა მიიღო მაიამის ტურნირზე, სადაც შედგა მისი დებიუტი WTA-ში. მან შეძლო და დაამარცხა ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან აიუმი მორიტა, ვერა ზვონარევა (რომელიც იმ პერიოდში მე-9 ჩოგანი იყო) და ფლავია პენეტა. მე-4 რაუნდში კი პოლონელთან აგნეშკა რადვანსკასთან დამარცხდა. აგვისტოს თვეში გარბინიეს დებიუტი ჰქონდა დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც ამერიკაში იმართებოდა, თუმცა საწმუხაროდ პირველი წრეში იტალიელ სარა ერანისთან დამარცხდა.

2013 წლის დასაწყისში წყვილთა თანრიგში მარია-ტერეზა ტორო-ფლოროსთან ერთად 1-ლი WTA ტიტული მოიგეს ჰობარტში, ავსტრალია. ავსტრალიის ღია პირველობაზე გარბინიე მე-2 წრეში გავიდა, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი სერენა უილიამსი შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა.

საფრანგეთის ღია პირველობაზე ასევე მე-2 წრეში გავიდა და იქაც დამარცხდა, ამჯერად სერბ ელენა იანკოვიჩთან. უიმბლდონის ტურნირზეც იგივე გაიმეორა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გარბინიეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია სჭირდებოდა და დარჩენილი სეზონის გამოტოვებაც მოუწია.

2014 წლის სეზონის დასაწყისში გარბინიე ოკლენდის ტურნირის 1/4-ფინალს თამაშობს, ხოლო ჰობარტში კი თავის პირველ ტიტულს იგებს ერთეულთა თანრიგში. ავსტრალიის ღია პირველობაზე მან შეძლო და მე-4 წრეში გავიდა, თუმცა პოლონელ აგნეშკა რადვანსკასთან დამარცხდა. აპრილში, მარაკეშის ტურნირზე ერთეულთა თანრიგში მუგურუსამ შეძლო 1/2-ფინალში გასვლა, ხოლო წყვილთა თანრიგში რომინა ოპრანდისთან ერთად კი სულაც ტურნირი მოიგეს.

საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-2 წრეში გარბინიემ სენსაცია მოახდინა და თვით სერენა უილიამს მოუგო, მან შეძლო და 1-ად კარიერაში დიდი სლემების ტურნირებზე 1/4-ფინალში გასვლა, თუმცა მანდ რუს ჩოგბურთელთან მარია შარაპოვასთან დამარცხდა, რომელიც გახდა კიდეც მაგ ტურნირის გამარჯვებული. უიმბლდონის ტურნირი კი უიღბლო აღმოჩნდა და პირველივე წრიდან გამოვარდა. ანალოგიური წარუმატებლობით იასპარეზა ამერიკის ღია პირველობაზეც. საბოლოოდ სეზონი 21-ე ადგილზე დაასრულა.

2015 წელი და უიმბლდონის ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის სეზონის დასაწყისში მუგურუსა სიდნეის ტურნირის 1/4-ფინალში გადის, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე კი მე-4 წრეში, სადაც სერენა უილიამსთან მარცხდება. საფრანგეთის ღია პირველობამდე არც ისე სტაბილურად გამოდიოდა, ხშირად 1-2 წრიდან ვარდებოდა ხოლმე, თუმცა როლან გაროსზე მან გაიმეორა წინა წლის შედეგი და 1/4-ფინალში გავიდა. ივნისში წყვილთა თანრიგში სუარეს-ნავაროსთან ერთად ბირმინგემის ტურნირი მოიგეს.

უიმბლდონის ტურნირზე მუგურუსამ ყველას სიურპრიზი შესთავაზა და 21 წლის გოგო ფინალში აღმოჩნდა, რაც პატარა სასწაულის ტოლფასი იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 15 წელია ვერცერთი ესპანელი ქალი ვერ აღწევდა დიდი სლემების ფინალს. ფინალში სერენა უილიამსი შეხვდა და ბრძოლის მიუხედავად დამარცხდა, თუმცა ამ შედეგმა გარბინიე ტო-10ში შეიყვანა.

2016 წელი და თეთრი ღვინის დალევა პარიზის კორტებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლან გაროსის გამარჯვებული, გარბინიე მუგურუსა (2016)

2016 წლის დასაწყიში ავსტრალიის ღია პირველობაზე მუგურუსამ მხოლოდ მე-3 წრეში გასვლა შეძლო, სადაც ბარბარა სტრიცოვამ გააჩერა.

როლან გაროსი, პარიზი, საფრანგეთი, გრუნტი, კროასანი, თეთრი ღვინო და 1-ლი სანუკვარი დიდი სლემის თასი, თანაც ფინალში სერენა უილიამსის დამარცხება.

მართალია მეტი საინტერესო ამ წელს მუგურუსასთვის არაფერი ყოფილა, თან იმ ფონზე, რომ უიმბლდონზე პირველ წრეში დამარცხდა, თუმცა მაინც შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს ეს წელი მუგურუსას აქტივში.

2017 წელი, ნამიანი ბალახი ლონდონის კორტებზე და N1 ჩოგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის სეზონი გარბინიესთვის კარგად დაიწყო და ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/4-ფინალში გავიდა, თუმცა კოკო ვანდევეგესთან დამარცხდა. ამის შემდგომ ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ჩეხეთთან დამარცხდა 2:3, სადაც გარბინიემ ერთი თამაში მოიგო, ერთი კი წააგო.

უიმბლდონი, ლონდონი, ინგლისი, ბალახი, მარწყვი, შამპანური და აგერ გემრიელი მე-2 სლემის ტიტული, ფინალში კი ისევ უილიამსის დამარცხება, თუმცა ამჯერად არა სერენასი, არამედ ვენუსის, ერთი სიტყვით Show Must Go On!!!

US Open, ამერიკის ღია პირველობაზე გარბინიე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიზრებოდა და თითქოს თამაშიდან გამომდინარე სლემის კიდევ ერთი ტიტული უახლოვდება, თუმცა მოულოდნელად მე-4 რაუნდში ჩეხ ჩოგბურთელთან პეტრა კვიტოვასთან დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს, მაგრამ ეს არ შეუშლია მისთვის რომ N1 ჩოგანი გამხდარიყო, რადგან იმ მომენტში N1 ჩოგანი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა შემდგომში 1/4-ფინალში დამარცხდა და პირველობა მუგურუსას გადაულოცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]