სამანტა სტოსური
|
სტოსური აშშ-ის ღია პირველობაზე 2016 წელს | |
| სრული სახელი | სამანტა ჯეინ სტოსური |
|---|---|
| მშობლიური სახელი | Samantha Jane Stosur |
| ქვეყანა (სპორტი) |
|
| საცხოვრებელი ადგილი | გოლდ-კოსტი, ავსტრალია |
| დაიბადა |
30 მარტი, 1984 ბრიზბენი, ავსტრალია |
| სიმაღლე | 175 სმ. |
| პროფესიონალი | 1999 |
| თამაში | მემარჯვენე |
| მწვრთნელ(ებ)ი | ნიკ უოტკინსი (2018–) |
| ფულადი პრიზი | 17,783,962 აშშ დოლარი |
| ოფიციალური საიტი | samstosur.com |
| ერთეულები | |
| კარიერის ჩანაწერები | 584–415 (58.46%) |
| ტიტულები კარიერაში | 9 |
| უმაღლესი რეიტინგი | მე-4 (21 თებერვალი, 2011) |
| მიმდინარე რეიტინგი | 74-ე (17 დეკემბერი, 2018)[1] |
| დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | 4რ (2006, 2010) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (2010) |
| უიმბლდონი | 3რ (2009, 2013, 2015) |
| აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2011) |
| სხვა ტურნირები | |
| ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2010, 2011) |
| ოლიმპიური თამაშები | 3რ (2016) |
| წყვილები | |
| კარიერის ჩანაწერები | 396–213 (65.02%) |
| ტიტულები კარიერაში | 25 |
| უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (6 თებერვალი, 2006) |
| მიმდინარე რეიტინგი | 68-ე (17 დეკემბერი, 2018) |
| დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2019) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2006) |
| უიმბლდონი | ფინალი (2008, 2009, 2011) |
| აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2005) |
| წყვილთა სხვა ტურნირები | |
| ტურის ფინალი | გამარჯვება (2005, 2006) |
| ოლიმპიური თამაშები | 2რ (2008) |
| შერეული წყვილები | |
| ტიტულები კარიერაში | 3 |
| დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2005) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2005) |
| უიმბლდონი | გამარჯვება (2008, 2014) |
| აშშ-ის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2005) |
| შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები | |
| ოლიმპიური თამაშები | მეოთხედფინალი (2012) |
| გუნდური შეჯიბრები | |
| ფედერაციის თასი | ნახევარფინალი (2014) |
| ჰოპმანის თასი | ჯგუფური ეტაპი (2006, 2010, 2014) |
| ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2018. | |
სამანტა ჯეინ სტოსური (ინგლ. Samantha Jane Stosur; დ. 30 მარტი, 1984, ბრიზბენი, ავსტრალია) — ავსტრალიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი.
სტოსურს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2011 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მან სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა და 1980 წლის შემდეგ გახდა პირველი ავსტრალიელი ქალი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა ერთეულთა თანრიგში[2]. აღსანიშნავია ასევე 2010 წლის საფრანგეთის ღია პირველობა, როდესაც სტოსურმა მეოთხე რაუნდში ჟუსტინ ენენი დაამარცხა და მას აღნიშნულ ტურნირზე 24 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა[3]. მეოთხედფინალში ავსტრალიელმა სერენა უილიამსს სძლია[4], თუმცა ფინალში იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან ორ სეტში დამარცხდა[5]. ჯამში სტოსურს WTA-ის 9 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული.
წყვილებში ავსტრალიელს 3 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – ავსტალიის ღია პირველობა, აშშ-ის ღია პირველობა და საფრანგეთის ღია პირველობა[6]. მან ასევე ორჯერ გაიმარჯვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯამში მან წყვილებში WTA-ის 25 ტურნირი მოიგო და 61 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს. სტოსურმა ასევე 3 დიდი სლემის ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში – 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა.
2007 წლის ზაფხულში, სამანტას ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ტკიპის ნაკბენი იწვევს. მან 2008 წლის მაისამდე რამდენიმე მატჩი ჩაატარა და მრავალი ტურნირი გამოტოვა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამანტა სტოსური დაიბადა ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში ტონის და დაიანას ოჯახში. ჰყავს ორი ძმა – დომინიკი და დენიელი[7]. იგი ბაბუის მხრიდან პოლონური წარმოშობისაა[8]. როდესაც სამანტა 6 წლის იყო, სტოსურების სახლი და ბიზნესი წყალდიდობამ გაანადგურა და ოჯახი საცხოვრებლად ადელაიდაში გადავიდა[9]. იქ მან ჩოგბურთის თამაში დაიწყო და 8 წლის ასაკში საშობაო საჩუქრად ჩოგანი მიიღო. 14 წლის ასაკში, სამანტამ დაიწყო სწავლა კუინზლენდის სპორტის აკადემიაში, ხოლო 16 წლის ასაკში 2001 წელს, შეუერთდა ჩოგბურთის პროგრამას ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტში.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთეულები: 2 (1–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| მარცხი | 2010 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | 4–6, 6–7(2–7) | |
| გამარჯვება | 2011 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | 6–2, 6–3 |
წყვილები: 7 (2–5)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2005 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | 6–2, 5–7, 6–3 | ||
| მარცხი | 2006 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | 6–2, 6–7(7–9), 3–6 | ||
| გამარჯვება | 2006 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | 6–3, 6–2 | ||
| მარცხი | 2008 | უიმბლდონი | ბალახი | 2–6, 2–6 | ||
| მარცხი | 2008 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | 3–6, 6–7(6–8) | ||
| მარცხი | 2009 | უიმბლდონი | ბალახი | 6–7(4–7), 4–6 | ||
| მარცხი | 2011 | უიმბლდონი | ბალახი | 3–6, 1–6 |
შერეული წყვილები: 3 (3–0)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2005 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | 6–2, 2–6, 7–6(8–6) | ||
| გამარჯვება | 2008 | უიმბლდონი (1) | ბალახი | 7–5, 6–4 | ||
| გამარჯვება | 2014 | უიმბლდონი (2) | ბალახი | 6–4, 6–2 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 2 (2–0)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2005 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (1) | ჰარდი | 6–7(5–7), 7–5, 6–4 | ||
| გამარჯვება | 2006 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მადრიდი (2) | ჰარდი | 3–6, 6–3, 6–3 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- სამანტა სტოსური Facebook-ზე
- სტოსური WTA-ს ოფიციალურ საიტზე
- სტოსური ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2019-07-08 საიტზე Wayback Machine.
- სტოსური ფედერაციის თასის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ „US Open 2011: Sam Stosur beats Serena Williams in final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ „Henin slumps to defeat by Stosur“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ „French Open 2010: Australia's Samantha Stosur beats Serena Williams in epic“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ „Italy's Francesca Schiavone wins French Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ Sam Stosur tastes Australian Open doubles success again after 14 years https://www.theguardian.com/sport/2019/jan/25/sam-stosur-wins-australian-open-doubles-title
- ↑ „Bio – Sam's story“. samstosur.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-12. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ „Samantha Stosur Interview - French Open, June 4“. tennis-x.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.
- ↑ „Play it again, Sam“. smh.com.au. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2018.