გაბრიელა საბატინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელა საბატინი

გაბრიელა საბატინი (ამერიკის საელჩო, არგენტინა, ბუენოს-აირესი, 2012 წლის იანვარი)
სრული სახელი გაბრიელა ბეატრის საბატინი
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
დაიბადა 16 მაისი, 1970 (1970-05-16) (53 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 1,75
პროფესიონალი იანვარი, 1985
კარიერა დაასრულა 1996
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 8,785,850 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2006 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 632–189 (77.0%)
ტიტულები კარიერაში 27
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (27 თებერვალი, 1989)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1989, 1992, 1993, 1994)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1985, 1987, 1988, 1991, 1992)
უიმბლდონი ფინალი (1991)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვებული (1990)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2004)
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 252–96
ტიტულები კარიერაში 14
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (6 ნოემბერი, 1988)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1989)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (1986, 1987, 1989)
უიმბლდონი გამარჯვებული (1988)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (1986, 1987, 1988, 1989, 1994, 1996)
გუნდური შეჯიბრები

გაბრიელა საბატინი (დ. 16 მაისი, 1970, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი პროფესიონალი ჩოგბურთელი. იგი იყო ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე 1980–იანი წლების შუა პერიოდიდან 1990–იანი წლების შუა ხანებამდე. საბატინმა შეძლო 41 ტიტულის დაგროვება და კარიერაში მისი უმაღლესი სარეიტინგო საფეხური იყო მე-3 ადგილი, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებშიც. საბატინმა ერთეულებში მოიგო 1990 წელს აშშ-ის ღია პირველობა, WTA-ის ტურის ფინალი 1988 და 1994 წლებში. გაბრიელა საბატინი აგრეთვე იყო უიმბლდონის 1991 წლის ვიცე-გამარჯვებული. 1988 წლის აშშ-ს ღია პირველობა და აგრეთვე ვერცხლის მედალოსანი 1988 წლის ოლიმპიადაზე.

წყვილებში, მან 1988 წელს მოიგო უიმბლდონი შტეფი გრაფთან ერთად და აგრეთვე სამჯერ გავიდა საფრანგეთის ღია ტურნირის ფინალში. საბატინი არის პირველი ჩოგბურთელი მსოფლიოში, რომელსაც აქვს ყველაზე ბევრი მოგება [1] . 2006 წელს ის შევიდა საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში და 2018 წელს ჩოგბურთის ჟურნალმა შეიყვანა, გასული 50 წლის მიხედვით ოც საუკეთესო ჩოგბურთელში.

ბავშვობა და ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბატინი დაიბადა 1970 წლის 16 მაისს ბუენოს-აირესში, არგენტინა, ოსვალდო და ბეატრიზ გაროფალო საბატინის ოჯახში. მისი მამა „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო [2]. მისი უფროსი ძმა, ოსვალდო კი მსახიობი და პროდიუსერია [3].

საბატინიმ ჩოგბურთის თამაში ექვსი წლის ასაკში დაიწყო, ხოლო პირველი ტურნირი რვა წლის ასაკში მოიგო. 1983 წელს, 13 წლის ასაკში, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც მოიგო ნარინჯისფერი ბურთი მაიამიში, ფლორიდაში. საბატინიმ მოიგო ქალთა ტურნირი 1984 წლის საფრანგეთის ღია პირველობა და აშშ-ის ღია პირველობა წყვილებში მერსედეს მარია პაზთან ერთად.

საბატინიმ აღნიშნა, რომ მან განზრახ წააგო მატჩები ახალგაზრდობაში, რათა თავიდან აეცილებინა ინტერვიუები, რადგან ძალიან არიდებდა თავს მედიას. მან თქვა, რომ მისი სიმორცხვე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და ფიქრობდა, რომ ტურნირის ფინალში თამაშის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე უნდა ელაპარაკა, რაც მისთვის სირთულეს წარმოადგენდა, ამის გამო მან არაერთი თამაში დათმო ნახევარ-ფინალში [4][5][6].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს, 15 წლისა და სამი კვირის ასაკში, საბატინი გახდა ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კრის ევერტთან დამარცხდა, გაბრიელამ მოიგო თავისი პირველი WTA-ის ტურნირი ტიტული მოგვიანებით, თუმცა იმავე წელს ტოკიოში მან მიიღო WTA წლის ახალწვეულის ჯილდო.

1986 წელს საბატინმა მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალს, რის შემდეგაც იგი პირველად შევიდა მსოფლიოს ათეულში.

1987 წელს საბატინი გავიდა WTA ტურნირის ფინალში, სადც შტეფი გრაფთან დამარცხდა ოთხ სეტში. მან აგრეთვე მიაღწია საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალს და მოიგო სამი ტიტული.

1988: აშშ ღია პირველობა, ოლიმპიადის ფინალები; WTA ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბატინი არგენტინას წარმოადგენდა 1988 წელს, სეულში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და გახსნით ცერემონიაზე იყო ქვეყნის მედროშე. მან ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ქალთა ტურნირში, სადაც ფინალში დამარცხდა შტეფი გრაფთან. საბატინი გრაფთან ერთად შეუერთდა იმ წელს უიმბლდონში ქალთა წყვილების ტიტულისთვის ბრძოლას. 1988 წლის ბოლოს, საბატინიმ მოიგო თავისი პირველი WTA ტურნირი.

1989[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელი საბატინი ვარჯიშის დროს

1989 წელს საბატინიმ მიაღწია შვიდ ტურნირში ფინალს და აქედან მოიგო ოთხი ტიტული. მათ შორის, მაიამის ღია ტურნირი, სადაც მან ფინალში კრის ევერტის დამარცხება მოახერხა. მან ასევე შეძლო ამელიას ტურნირში ზედიზედ პირველი და მეორე ადგილოსანი რეიტინგის ჩოგბურთელების მარტინა ნავრატილოვასა და შტეფი გრაფის დამარცხება, ამით კი ის გახდა მეხუთე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც შეძლო ერთ ტურნირში ზედიზედ რეიტინგში მყოფი პირველ და მეორე ადგილოსანი ჩოგბურთელის დამარცხება [7]. გაბრიელა საბატინი მიაღწია ავსტრალიის ღია და აშშ ღია გრან სლემების ნახევარფინალებს.

1990: ამერიკის ღია ტურნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ს ღია პირველობაზე, საბატინი გადავიდა მეორე გრანდ სლემის მეორე ფინალში, სადაც მან დაამარცხა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი პირდაპირ სეტებში 6-2 7–6 ტიტულის მოსაპოვებლად, მან დააგროვა ორი სეტი ქულა, ხოლო 5-6 ქულა მეორე სეტში. მან დაადასტურა, რომ მისი გამარჯვება იყო უფრო აგრესიული და ბადეში შესვლისას, როდესაც შეეძლო გრაფის უფრო მოკლე ბურთებზე შეტევა. აგრეთვე ჩოგბურთის ისტორიაში საბატინი შევიდა - პირველი ხუთსეტიანი მატჩის ჩატარებით მონიკა სელესის წინააღმდეგ, რომელიც ჩატარდა ქალთა ტურნირზე 1901 წლის შემდეგ [8].

1991: უიმბლდონის ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბატინიმ 1991 წლის პირველ ნახევარში ხუთი ტურნირი მოიგო. მან ტოკიოში ტიტულის მოპოვების გზაზე დაამარცხა მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მოთამაშე მათ შორის: შტეფი გრაფი, ნავრატილოვა და ფერნანდესი. მან როლან გაროსზე ნახევარფინალამდე მიაღწია (მეოთხედფინალში ჟანა ნოვოტნას დამარცხებაც შეძლო. ამის შემდგომ კი იყო მესამე ფინალი უიმბლდონზე, სადაც მან წააგო შტეფი გრაფთან 4-6 6-3 6-8.

საბატინი 1991 წელთან ახლოს იყო მსოფლიოს პირველ ნომრობასთან, თუმცა იმ დროს მონიკა სელესის, შტეფი გრაფის და მისი რეიტინგი მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყო.

1996: დაზიანება და პენსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბატინიმ გამოტოვა სეზონის რამდენიმე თვე ტრავმის გამო. ოქტომბერში ნიუ-იორკში მან განაცხადა, რომ გადის პენსიაზე პროფესიონალური ჩოგბურთიდან [9] [10]. 1996 წლის ბოლოს მან მიიღო „WTA Diamond Aces Award“, აღნიშნული ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ჩოგბურთისთვის როგორც კორტზე, ასევე მის გარეთ.

1986 წლიდან, სანამ ხუთთვიანი ტრავმა მიიღებდა 1996 წლამდე, საბატინიმ ზედიზედ 508 კვირა გაატარა მსოფლიოს ტოპ 10–ში [11]. მან ამ დროის პერიოდიდან 312 კვირა გაატარა მსოფლიოს ხუთეულში და ზედიზედ ექვსი სეზონი დაასრულა ტოპ-5 რეიტინგში.

საბატინიმ მოიგო „Diamond Konex“-ის პრემია 2000 წელს, როგორც ყველაზე გამორჩეული „ათწლეულის სპორტსმენი“ არგენტინაში, ხოლო 2006 წლის ივლისში იგი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბატინი თავისი სუნამოთი 2006 წელს

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბატინმა დაიწყო სუნამოების ხაზის გამოშვება გერმანიის პარფიუმერულ კომპანია Muelhens-თან პარტნიორობის შემდგომ. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან განაგრძო პარფიუმერული ხაზების პოპულარიზაცია. 1992 წელს საბატინი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვისაც ვარდი დაერქვა, ნარინჯისფერი-წითელი ყვავილი [12][13]. თოჯინების დიდმა ამერიკულმა კომპანიამ შექმნა საბატინის მსგავსი თოჯინა 1994 წელს, ჩოგბურთელის ჩაცმულობით [14]. იმავე წელს საბატინიმ გამოსცა სამოტივაციო წიგნი სახელწოდებით - „ჩემი ისტორია“.

2003 წელს მან მიიღო იტალიის მოქალაქეობა [15].

ბუენოს-აირესის ცენტრში 2014 წელს გაიხსნა მისი ქანდაკება. აღნიშნული ქანდაკება განთავსებულია არგენტინული სპორტის სხვა ვარსკვლავების მემორიალებთან ერთად, მათ შორისაა: ლიონელ მესის, დიეგო მარადონას, გილიერმო ვილასისა და რობერტო დე ვიჩენცოს ქანდაკებები.

საბატინი დაჯილდოვდა საერთაშორისო კლუბის პრესტიჟული - „ჟან ბოროტრას სპორტის ოსტატის“ ჯილდოთი 2017 წელს, როგორც სპორტსმენის აღიარება, რომელიც მან აჩვენა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ასევე საქველმოქმედო პროექტებისთვის პენსიაზე გასვლის შემდეგ. მან აღნიშნული ჯილდო მიიღო როდ ლეივერისგან 2018 წლის უიმბლდონის ჩემპიონატზე. საბატინის რძალი არის ვენესუელელი მსახიობი კატრინ ფულოპი, ხოლო მისი დისშვილი არის არგენტინელი მომღერალი და მსახიობი ორიანა საბატინი. საბატინი ცხოვრობს ბუენოს-აირესში, მას ასევე აქვს სახლი შვეიცარიაში [16].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „2020 WTA All Time Records“ (PDF). 2020 WTA All Time Records. ციტირების თარიღი: 9 July 2020.
  2. Gabriela Sabatini Retrieved 3 September 2016
  3. „Osvaldo Sabatini“. IMDB. ციტირების თარიღი: 30 June 2020.
  4. Gabriela Sabatini deliberately lost tennis matches to avoid reporters!. sports.ndtv (19 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 27 March 2015
  5. Sabatini lost matches on purpose to avoid reporters. sify (19 October 2013). ციტირების თარიღი: 27 March 2015
  6. Sabatini lost matches to avoid reporters. The Times of India. ციტირების თარიღი: 27 March 2015
  7. „2020 WTA All Time Records“ (PDF). 2020 WTA All Time Records. ციტირების თარიღი: 9 July 2020.
  8. „10 Great Moments: Monica Seles“. WTA Website. 23 March 2020. ციტირების თარიღი: 9 July 2020.
  9. Sabatini, 26, to Retire After Wonderful Career (23 October 1996).
  10. Sabatini to announce end to her career tomorrow (23 October 1996).
  11. „Simona Halep Joins Exclusive Top 10 List in This WTA Stat“. Tennis World USA. 22 February 2020. ციტირების თარიღი: 19 July 2020.
  12. O'Connor, Mary (23 October 1996). „Sabatini, 26, to Retire After Wonderful Career“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 9 July 2020.
  13. „Wimbledon in Bloom: Roses“. Wimbledon. 1 July 2016. ციტირების თარიღი: 9 July 2020.
  14. New York Media, LLC (9 November 1992). „Why Sabatini Is Every Inch a Doll“. New York Magazine. 25 (44): 18. ISSN 0028-7369. ციტირების თარიღი: 21 July 2009.
  15. Onofri, Paolo. (3 December 2011) Gabriela Sabatini, ex campionessa internazionale di tennis, cittadina onoraria di Potenza Picena ….. e non-solo it. I Santesi. ციტირების თარიღი: 1 June 2015
  16. Ex-Tennisstar Gabriela Sabatini wohnt jetzt am Zürichsee-Ufer დაარქივებული 2021-01-22 საიტზე Wayback Machine. . Limmattaler Zeitung, 2015-02-09